მურატ ილდირიმი თბილისშია - თურქი მსახიობი "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მხარდასაჭერად (+3 ფოტო)

მურატ ილდირიმი თბილისშია - თურქი მსახიობი "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მხარდასაჭერად (+3 ფოტო)

ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი თბილისშია. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს". ის აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოში მისი ვიზიტის მიზანიც სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარების დახმარებაა.

მსახიობი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაბინავდა, სადაც 12:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. 16:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს. მურატ ილდირიმი თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრება.

მურატ ილდიმირის ვიზიტის ორგანიზება თბილისში საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის თანადგომით შედგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება