აშშ სანქციებს "გაზპრომისა" და "როსნეფტის" ხელმძღვანელებსაც უწესებს

აშშ სანქციებს "გაზპრომისა" და "როსნეფტის" ხელმძღვანელებსაც უწესებს

აშშ-ის ახალი სანქციები "გაზპრომის" პრეზიდენტსა და "როსნეფტის" გენერალურ დირექტორსაც შეეხებათ. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე პირს, ასევე რამდენიმე კომპანიას, მათ შორის იქნებიან "როსნეფტის" პრეზიდენტი იგორ სეჩინი და "გაზპრომის" დირექტორი ალექსეი მილერი.

ამასთან, სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და ამერიკული კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ ადამიანებთან ბიზნესის წამოწყების აკრძალვას.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა, სანქციები შესაძლოა, შეეხოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასაც.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ახალ სანქციებს მომავალი კვირიდან აამოქმედებს.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 33 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს, აშშ-ის "შავ სიაში" კი 20-ზე მეტი რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანი მოხვდა.

მომზადებულია New York Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა