"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს

"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს

"ორი ვარსკვლავის" კონკურსანტი, ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე არცთუ ურიგოდ მონაწილეობს პროექტში. ყოველ შემთქვევაში, მას შოუ ჯერ არ დაუტოვებია და მეწყვილე ანი კეკუასთან ერთად ტურიდან ტურში გადადის.

"ამბები.გე" მიშა ხუჯაძის მეუღლეს, ტელეჟურნალისტ ეკა ხოფერიას დაუკავშირდა.

- რას იტყვი, შოუ მოგწონს?

- შოუ ცხადია, მომწონს და ისიც, რომ მასში მიშკა მონაწილეობს, - ეს მისი გადაწყვეტილებაა, ყოველთვის უნდოდა, სიმღერის პროფესიონალურად შესწავლა. თავიდან, "ორი ვარსკვლავი" რომ დაიწყო, უმეტესად ერთობოდა, მერე კი, როდესაც მისთვის ახალი სიმღერები ისწავლა, მიხვდა, რომ ეს საქმე ბევრ დროს მოითხოვს, რაც მას სამწუხაროდ, არ აქვს. ამასთან, მზად არ იყო იმისთვის, რომ სატელევიზიო პროექტში ასე ჩართულიყო... მოკლედ, ამდენი "ტელევიზია" ერთი ოჯახისთვის ცოტა ბევრია (სიცილით ამბობს)...

- თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც გატყობთ, პროექტით კმაყოფილები ხართ...

- ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რაც უკვე მოხდა: ფანტასტიკური ადამიანები გავიცანით. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა. ამ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. მიშკა მეგობრობს მიშკა ბაღათურიასთან, გიორგი მახარაშვილთან, სალომე ღვინიაშვილთან, კოტე თოლორდავასთან და მათ მეწყვილეებთან. მგონი, ეს მას ყველაზე მეტად მოსწონს.

- პედაგოგებთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- პედაგოგებთან (რუსა მორჩილაძე, ქეთი გაბისიანი, ზაზა წურწუმია) განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. შოუს დატოვება რომ მოუხდეს, ამბობს, რომ მათთან სწავლების პროცესი კი ნამდვილად დამაკლდებაო.

- პარტნიორზე რას ამბობს?

- ანი კეკუა ცალკე თემაა... მიშკა ძალიან ზრუნავს მასზე: მუდმივად უნდა, რომ  იცოდეს, როგორ არის, დაისვენა თუ არა, ვინ მოიყვანს და ა.შ. ეს გოგო მართლა რაღაც შვილივით გვყავს, რომელიც საოცარი ბავშვია. ძალიან ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანია. ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი.

- რა შანსი აქვს ამ წყვილს პროექტში? მოიგებენ?

- შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პროექტში გამარჯვებისთვის არ მივსულვართ. ალბათ, უფრო იმისთვის მივედით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც საინტერესო, ახალი ეტაპი დაწებულიყო და დაიწყო. მაგრად ვერთობით. ჩვენს ცხოვრებაში პროექტში გატარებული ეს პერიოდი, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეპიზოდი ისე დარჩება...

ზოგადად, ვფირობ, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა რომ მიიღო, მეტი დრო უნდა გქონდეს, რადგანაც ეს სერიოზული ამბავია: დგახარ აუდიტორიის წინაშე და მღერი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად იმღერო და სანამ პროექტში იქნები, თავი კარგად წარმოაჩინო.

- მიშკას პროექტის დატოვებამ რომ მოუწიოს?

- როდესაც გავვარდებით, კონცერტებზე აუცილებლად ვივლით და შოუში დარჩენილ მონაწილეებს ვუგულშემატკივრებთ, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ.

სულ ბოლოს ვიტყვი, რომ "ორი ვარსკვლავი" შემდგარი პროექტია. შოუში ცოცხალი ბედნის თანხლებით, ცოცხლად, სრულიად არაპროფესიონალი ადამიანები გამოდიან, მაყურებელი კი კვირიდან კვირამდე მათ პროგრესს ხედავს. ეს სტიმულს აძლევს სხვა ადამიანებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთი თვისება, რაც უკლებლივ ყველა მონაწილემ გამოავლინა, ეს თვითირონია გახლავთ, ამით ძალიან ჯანსაღი გარემო იქმნება პროექტში. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილესა და შოუს ავტორებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება