ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე

ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე

"ცევავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი გასულ კვირას დაიწყო და უკვე დიდი რაოდენობით მყურებელი ყავს... მართალია, ჩივიან, კაშკაშა ვარსკვლავები არ მონაწილეობენო, მაგრამ თითოეული მათგანი თავის სფეროში წარმატებული ადამიანია ხომ მაინც არის?...

საინტერესოა, რატომ ჰყავს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ბევრი მაყურებელი, რატომ იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას და რატომ არის  მუდმივად რეიტინგული?

"ამბები.გე" პროექტის გენერალურ პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს ესაუბრა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" იმიტომ უყურებს მაყურებელი, რომ კარგი შოუა, წარმატებულია, მშვენიერი მონაწილეები ჰყავს და კომპეტენტური ჟიური...

- მეოთხე სეზონზე 10 კონკურსანტი რატომ გყავთ?

- ახლა ასე გადავწყვიტეთ, შემოდგომით ისევ 13 კონკურსანტი გვეყოლება...

- და ჩვეულებრივ ადამიანებსაც ექნებათ საშულება, მონაწილეობა მიიღონ პროექტში ისევე, როგორც წინა სეზონზე ქეთი ხატიაშვილი ჩაერთო, რომელსაც ძალიან გაუმართლა?

- დიახ, ასე იქნება...

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში იმ დროს გადის, როცა კონკურენტ არხზე, ასევე რეიტინგული გადაცემა "პროფილია". ასე რატომ ხდება, როცა პრაიმ ტაიმში, ერთმანეთის პარალელურად, რეიტინგული გადაცემები ჯდება ხოლმე? პრაქტიკულად, ერთმანეთს მაყურებელს ართმევთ...

- ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამას არხები თავად წყვეტენ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასეთ რეიტინგულ გადაცემაზე "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს. ბოლო ხუთშაბათმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლაც დიდი განსხვავება იყო ჩვენსა და "პროფილს" შორის, რეიტინგში დიდი სხვაობით მოვუგეთ, თუმცა ყველა გადაცემას თავისი მაყურებელი ჰყავს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონის მსვლელობისას სულ იყო რაღაც ბრძოლა - ხან შენ აქვეყნებდი რეიტინგების შედეგებს, ხან ისინი წერდნენ რაღაცას. რეიტინგების შედეგების ასე გამოაშკარავება რა საჭიროა?

- მე უბრალოდ, ვპასუხობდი იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად უყურებდა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" და მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ახლა ამას აღარ ვაკეთებ, რადგანაც ასეთი საქციელი არასწორი მგონია. თუმცა "ფეიბუქში" ისეთ ტენდენციას ვხედავ, რომ გარკვეული ადამიანები მაინც არ ისვენებენ და ამ მიმართულებით რაღაცებს აქვეყნებენ. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ "პროფილს" ბოლოს დიდი სხვაობით მოვუგეთ, არაფერი გამომიქვეყნებია. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას ასეთი მიდგომა არ აქვს... ისე, მიმაჩნია, რომ მაყურებლის ამ ნიუანსებში ჩარევა, არასწორია.

- "ორ ვარსკვლავის" პარალეურად ორშაბათს "რუსთავი 2"-ზე "X ფატორი" გადის... ასეთ დროს როგორ არის "ორი ვარსკვლავის" საქმე?

- ძალიან კარგად, თითქმის თანაბრად მივდივართ, ცოტათი გვიგებენ, მაგრამ "რუსთავი 2" იმ მასშტაბებსა და ზღვარს, რასაც ის მეგაპროექტებით აღწევდა, სანამ "ორი ვარსკვლავი" ეთერში იქნება, ვეღარ მიაღწევს.

- დღეს "ორი ვარსკვლავის" ჟიურის მეოთხე (ცვალებადი) წევრი ვინ არის?

- ეს თვითონ მონაწილეებმაც არ იციან, სიურპრიზად ვინახავ, ამიტომ ვერ ვიტყვი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება