"გიორგი გაბუნიას ვთვლი ქართული ტელესივრცის კარგ შენაძენად" - დიანა ტრაპაიძე

"გიორგი გაბუნიას ვთვლი ქართული ტელესივრცის კარგ შენაძენად" - დიანა ტრაპაიძე

ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე გიორგი გაბუნიას შესახებ შალვა რამიშვილის უხამს ხუმრობას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ჩემი "სუბიექტური აზრი"

1. შალვას შოუზე მაქვს კრიტიკული მოსაზრება, განსაკუთრებით არ მომეწონა გაბუნიას პასაჟი (არაფერში არ ეწერა);

2. გიორგი გაბუნიას ვთვლი ქართული ტელესივრცის კარგ შენაძენად, მაგრამ საშინლად არ მომეწონა, როცა საკუთარი არხის რეიტინგების გამო, ყველა სხვა არხს გადაუარა (აქ შემიძლია ვიდეოს ლინკი მოგართვათ);

3. ქართულ ჟურნალისტიკაში იმდენი სიბინძურე აკადრეს საკუთარ თავს, პროფესიას და მაყურებელს და არავის ბოდიში არ მოუხდია", - წერს ტელეწამყვანი.

ორი დღის წინ "ტელეიმედის" ეთერში პირველად გავიდა შალვა რამიშვილის სკანდალურად დაანონსებული ახალი გადაცემა, სადაც წამყვანმა შოუში ვითომ "რუსთავი 2"-იდან გაგზავნილი წერილი წაიკითხა. წერილში აღნიშნული იყო, რომ კონკურენტ ტელევიზიაში, მოხარულნი არიან ტელეთერში შალვა რამიშვილის დაბრუნებით და მას დიდ რეიტინგს უსურვებენ.

ამის პასუხად შალვა რამიშვილმა "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას სახელზე შექმნილი გვერდი "გიორგი გაბუნია ყ** ხარ" გამოამზეურა და ირონიული სიტყვებით საჯაროდ მოიწონა.

იხილეთ ასევე: "ვინც ეგ "შუტკა" მოგიწონა ან შენი მტერია ან გიჟია!" - შალვა რამიშვილს მეუღლე აკრიტიკებს

შალვა რამიშვილის უხამსი ხუმრობის შემდეგ ინგა გრიგოლია კოლეგებს მადლობას უხდის

"ამ საშინელი საქციელისთვის გრანდიოზულ ბოდიშს მოვიხდი" - რას უმზადებს შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიას მომდევნო შოუში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს