თამთა გოგუაძე გათხოვდა - მომღერლის პირველი ინტერვიუ ახლადშექმნილ ოჯახზე

თამთა გოგუაძე გათხოვდა - მომღერლის პირველი ინტერვიუ ახლადშექმნილ ოჯახზე

მომღერალი თამთა გოგუაძე გათხოვდა. რამდენიმე წლის წინ თამთა შოუ ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული. თუმცა ბოლო დროს, ისევე როგორც ბევრი სხვა ქართველი მომღერალი, აღარ აქტიურობდა. თამთას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მომღერალი აჩიკო ცანკაშვილი იყო. თამთას გაბედნიერება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თამთა, ვინ არის შენი მეუღლე?

- გიორგი აბულაშვილია. ჩვენ ერთად ვმოღვაწეობთ ანსამბლ ''სამაიაში''. მოცეკვავეა, ქართულის სოლისტი, ერთმანეთი ანსამბლში გავიცანით. მე მეშვიდე წელია, ანსამბლ ''ქართულ ლეგენდა-სამაიაში'' ვმღერი. გიო ანსამბლში გავიცანი 2010 წელს.

- დიდი ხანია, რაც დაოჯახება გადაწყვიტეთ?

- თავიდან მეგობრობით დავიწყეთ ურთიერთობა, მერე 2011 წელს მივხვდით, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ბევრი ვიფიქრეთ დავოჯახებულიყავით თუ - არა. ჩემთვის ოჯახი ძალიან წმინდაა. როცა დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი მართლა გვიყვარდა და უკვე მზად ვიყავით, ერთად ვყოფილიყავით, სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ. ქორწილი უცებ გადავწყვიტეთ და ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო... ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პეტერბურგში. გასტროლზე მივხვდით, რომ ეს მარტო მეგობრობა აღარ იყო. ასე რომ, ეს იყო პეტერბურგში (იცინის).

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება