"ფეხებზე მკიდიხარ..." - მორიგი სკანდალი "ორი ვარსკვლავის" შოუში

"ფეხებზე მკიდიხარ..." - მორიგი სკანდალი "ორი ვარსკვლავის" შოუში

28 აპრილს ტელეკომპანია "იმედზე" "ორი ვარსკვლავის" მორიგი ეპიზოდი გავიდა. ჟიურისგან ყველაზე მაღალი, 40 ქულა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა და მსახიობმა კოტე თოლორდავამ დაიმსახურეს, რომლებმაც 4 Non Blondes-ის What's Up იმღერეს.

როგორც ჟიურის წევრებმა განმარტეს, მათი მაღალი ქულები ნინის შესრულებას ეკუთვნოდა და არა კოტეს. თეონა კონტრიძემ კი ტრადიცია არ დაარღვია და მორიგი სკანდალური შეფასება გააკეთა: "დღეს ბადურიკომ ისეთი ჩაატარა, კოტე, რომ სულ ფეხებზე მკიდიხარ, როგორ მღერიხარ შენ". თოლორდავა კონტრიძეს დაპირდა, რომ "ფეხებზე დაკიდებაზე" პასუხს კულისებში გასცემდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება