უკიდეგანო სიყვარული ნინო გაჩეჩილაძისთვის და თხოვნა ნანუკა ჟორჟოლიანს

უკიდეგანო სიყვარული ნინო გაჩეჩილაძისთვის და თხოვნა ნანუკა ჟორჟოლიანს

"რეიტინგის" წინა ნომერში ქართველი ვარსკვლავების ერთგულ ფანებსა და მათი ახირებებისა და უცნაური რჩევების შესახებ მოგიყევით და დაგპირდით, რომ შემდეგ ნომერშიც გავაგრძელებდით ამ თემას. ამჯერად ჩვენი სამიზნეები დათუნა მგელაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ნინო ჩხეიძე გახდნენ.

ნინო გაჩეჩილაძემ ფართო მასებში პოპულარობა "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. მანამდე თუ საზოგადოების მცირე ნაწილი თეატრიდან იცნობდა, უფრო მეტი კი, როგორც თაკო გაჩეჩილაძის დას, სერიალში თამაშის შემდეგ ნინოს კარიერა მართლაც საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ თამაშობს, მისი ფანები ნინოს მიერ შესრულებულ კატოს დღემდე მისტირიან და ეს მსახიობის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდანაც კარგად ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ როლს მართლაც ძალიან კარგად ართმევდა თავს.

მანანა ლაბაძე: ეჰ, ნინო, რაც შენ წახვედი სერიალიდან, მას მერე სერიალმა ელფერი დაკარგა. ძალიან საწყენია, შენ ალამაზებდი იმ სერიალს...

გიორგი ცქიფურიშვილი: ძალიან მიყვარს ნინო. მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ქალია. რა სამწუხაროა, რომ ბევრად უმცროსი ვარ ნინოზე, თორემ ასეთი მშვენება მარჯანიშვილის ქუჩაზე მარტოსულად არ ივლიდა. მინდა, წარმატება და უკიდეგანო სიყვარული ვუსურვო მას!

მომღერალმა დათუნა მგელაძემ ჯერ კიდევ ეთერში პირველი გამოჩენიდან მიიპყრო სუსტი სქესის ყურადღება. "ჯეოსტარში" მოპოვებული პოპულარობის შემდეგ სექსუალური მზერითა და განსხვავებული იმიჯით თინეიჯერი გოგონების მოხიბვლა მარტივად შეძლო. დათუნას ფანების დიდი არმია ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად აქტიურობენ. მათ შორის გამორჩეულია ანუკი სტავროვა – გოგონა, რომელსაც მომღერალი განსაკუთრებულად უყვარს, ამას მის მიერ გამოქვეყნებული ტექსტებიც მოწმობს. უფრო მეტიც, დათუნას ლექსიც კი მიუძღვნა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება