დონეცკის ოლქში პროკურატურის შენობაზე სეპარატისტებმა შტურმი მიიტანეს

დონეცკის ოლქში პროკურატურის შენობაზე სეპარატისტებმა შტურმი მიიტანეს

დონეცკის ოლქში სეპარატისტები პროკურატურის შენობის შტურმს ახდენენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

censor.net-ის ინფორმაციით, პროკურატურის შენობის წინ მობილიზებულ სამართალდამცავებს სეპარატისტები ქვებსა და ხმოვან ყუმბარებს უშენენ. ამასთან, სეპარატისტები შენობის გადაწვით იმუქრებიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაჭრილები როგორც შინაგანი ჯარების სამხედროებს შორის, ასევე თავდამსხმელებს შორის.

ამასთან, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მომხრეების განცხადებით, დონეცკის პროკურატურა კიევის ხუნტას უჭერს მხარს და ამიტომ შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა