"აირბასის" ახალი ელექტრული თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა

"აირბასის" ახალი ელექტრული თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა

მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი, რომელიც მხოლოდ აკუმულატორებიდან მიღებული ელექტროენერგიით დაფრინავს, Airbus E-FAN ჰაერში აფრინდა. საგამოცდო ფრენა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად შესრულდა. კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული, ორადგილიანი თვითმფრინავი ექსპერიმენტული დანიშნულებისაა. მისი ორი ძრავა ლითუმ-პოლიმერული აკუმულატორებიდან "იკვებება". E-FAN 220 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს და ჰაერში ყოფნა 1 სთ-ის განმავლობაში შეუძლია. თვითმფრინავის სიგრძე 6,67 მ-ია და ის მხოლოდ 500 კგ-ს იწონის.

E-Thrust ტექნოლოგიით, რომლის გამოყენებითაც "ეირბასმა" ახალი თვითმფრინავი შექმნა, საავიაციო მრეწველობის არაერთი წარმომადგენელი დაინტერესდა. თანამედროვე მასალების გამოყენებასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა ის ეკოლოგიურობასა და ეკონომიურობას გულისხმობს. ოფიციალური მონაცემებით, E-FAN-ის ფრენის ერთი საათი 16 დოლარი ჯდება. მაშინ, როდესაც იგივე გაბარიტების საავიაციო ნავთზე მფრენი თვითმფრინავისთვის, ეს მაჩვენებელი 50 დოლარია. დაბალი ღირებულების გარდა, ფრენისას E-FAN ატმოსფეროს არ აბინძურებს.

ამჟამად "ეირბასი" თვითმფრინავის ოთხადგილიან ვარიანტზე მუშაობს, რომელსაც ჰიბრიდული ტიპის ძრავა ექნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე