რამ გადააწყვეტინა კოტე თოლორდავას ნარკოდამოკიდებულებაზე ხმამაღლა ლაპარაკი

რამ გადააწყვეტინა კოტე თოლორდავას ნარკოდამოკიდებულებაზე ხმამაღლა ლაპარაკი

თქვენი ბუკლიკო ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს რომ აქტიურად ადევნებს თვალს, ისედაც გეცოდინებათ. ''პალიტრა TV''-ზე განოსა და კოტეს შოუს აქტიური მაყურებელი გახლავართ და წინა კვირას ძალიან საინტერესო განცხადებას მოვკარი ყური, თურმე, გადაცემის წამყვანი კოტე თოლორდავა ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც მეტად სკანდალური რამ თქვა, ''მე ნარკომანი ვარ''. შემდეგ ეს ჩანაწერი თავისსავე გადაცემაში გაავრცელა.

სხვათა შორის, კოტეს აქამდეც არ დაუმალავს თავისი ნარკოტიკებით გატაცების ადრეული ამბები, მაგრამ ვინაიდან ეს ფრაზა არა წარსულს, არამედ დღევანდელ დღესაც უკავშირდებოდა, გადავწყვიტე, დამერეკა მისთვის და მეკითხა, რატომ გააკეთა ამგვარი სკანდალური აღიარება.

- მე და ჩემი მეუღლე მივედით ერთ-ერთ კაფეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა თემაზე ''არა ბიონარკოტიკებს''. იქ ნარკომანებზე დილეტანტურ დონეზე საუბრობდნენ. თქვეს, რომ ნარკომანებს არ აქვთ გული, არ არიან ადამიანები. ამან ჩემზე, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია, ნარკოტიკებს თავი დავანებე. გამახსენდა ჩემი ექიმის ნათქვამი, რომ არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, როდესაც ადამიანი ამ გზაზე ერთხელ მაინც დადგება, სულ რომ გამოჯანმრთელდეს, ნებისმიერ დროს არსებობს იმის საშიშროება, რომ ისევ დაუბრუნდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება