დონეცკში პროკურატურის შტურმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

დონეცკში პროკურატურის შტურმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

დონეცკში პროკურატურის შტურმის დროს 15 ადამიანი დაშავდა. მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ, - ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ამასთან, ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც უსაფრთხოების გამო ეპიცენტრიდან გაიყვანეს, თუმცა დაშავებულთა დახმარებას მაინც განაგრძობენ.

როგორც ცნობილია, დღეს სეპარატისტებმა დონეცკის პროკურატურა შტურმით აიღეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა