დონეცკში SkyNews-ისა და CBS-ის გადამღები ჯგუფები დაიკარგნენ

დონეცკში SkyNews-ისა და CBS-ის გადამღები ჯგუფები დაიკარგნენ

დონეცკის ოლქში ტელეკომპანია SkyNews-ისა და CBS-ის გადამღები ჯგუფები დაიკარგნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მედია-კომპანიების თანამშრომლებთან კავშირის მას შემდეგ გაწყდა, რაც ისინი დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას რეგიონში გაემართნენ. ჟურნალისტების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ამასთან, დღეს დილით სეპარატისტებმა სლავიანსკში ამერიკული გამოცემა Buzzfeed-ის ჟურნალისტი მაიკ ჯილიო და თარჯიმანი ელენა გლაზუნოვა გაიტაცეს.

უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინის აღმოსავლეთით მასმედიის 18 თანამშრომლობის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა