"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში

"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში

17 თებერვალს "პალიტრა ტვ"-ს ეთერში "გაკოს შოუ" გავიდა. ის ოჯახურ წყვილს - კოტე თოლორდავასა და განო მელითაურს მიჰყავთ, რომლებიც თავიანთი "სახლიდან", ანუ სტუდიიდან უძღვებიან გადაცემას. ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანი სტუმრობთ...

როგორც გაირკვა, მაყურებელს ეს შოუ მოსწონს. ამიტომ მთავარი გმირები ცდილობენ, საქმეს სულ უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ. ამასთან, ამ ახალ ამპლუაში საკუთარი თავიც მოსწონთ, რაზეც განომ "ამბები.გე"-ს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.

- ბედნიერი ვარ, რომ პროექტი შედგა. თავიდან ეს ყველაფერი ჩვენი (ჩემი და კოტეს) "პალიტრამედიისა" და შემოქმედებითი ჯგუფის ექსპერიმენტი იყო. ვფიქრობ, ორი თვის თავზე ცოტა ნაადრევია ჩვენი შოუს შესახებ ანალიზის გაკეთება, მაგრამ ექსპერიმენტმა კარგი სტარტი აიღო და შედგა!

მაყურებელს მოლოდინი ჰქონდა და მგონი, გავუმართლეთ. ძალიან ინტერაქტიული გადაცემა გვაქვს, ადამიანებს სხვადასხვა თემაზე ველაპარაკებით, ვართ გულახდილები და მეამაყება, რომ გულხადილ გადაცემას ვაკეთებთ.

ჩვენ არ გვაქვს "დავარცხნილი" შოუ, მოკლედ, რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. ნებისმიერ სტუმარს თუ თემას მაყურებლის წინაშე სხვა ჭრილში წარვადგენთ... თუ ცუდ ხასიათზე ვართ, ვჩხუბობთ, ან ვკამათობთ. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი, რომ ხალხი ჩვენით დაინტერესდა. ძალიან მოსწონთ ქართველ ემიგრანტებს და აქტიურად გვწერენ ოფიციალურ გვერდზე.

- როგორ გრძნობთ ამ ექსპერიმენტის პროცესში თავს?

- კამერებთან ურთიერთობის გამოცდილება მქონდა, რეჟისორი ვარ და ამიტომ კომლექსი არასოდეს მქონია, კოტეს ხომ ჰქონდა და ჰქონდა. გადაცემის ფორმატი, პროდიუსერები, ოპერატორები - ეს ყველაფერი საოცარ კომფორტს გვიქმნის. შეკრული გუნდი ვართ. სტუმრებიც ძალიან ლაღად არიან გადაცემაში.

- ისე, უკვე საკმაოდ ბევრმა ადამინმა მიიღო თქვენს შოუში მონაწილეობა...

- დიახ, ყველანაირი ტიპის სტუმარი გვყავდა. მთავრია, რომ ისინი ჩვენთან თავს იმდენად კომფორტულად გრძნობენ, რომ ავიწყდებათ კამერების არსებობა და თუ ჩვენი შოუს ფორმტიდან და ჩვენი პირდაპირობიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა დაძაბულებიც კი არიან, ბოლოს ავიწყდებათ, რომ შოუს ჩაწერაზე ვსხედვართ... მოკლედ,  ხდებიან გულახდილები და ისეთ ამბებს ჰყვენიან, რაც არსად მოუყოლიათ, ამის თხრობის სურვილი სხვაგან არ გაგვჩენიაო. ეს მნიშვნელოვანია, რადგნაც მაყურებელი ასეთ ადამიანებს აფასებს. რეჟისორი ვარ და ვიცი, რომ შეუძლებელია კამერის წინ მოიტყუო, რადგანც ეკრანზე ყველაფერი იშიფრება. მოკლედ, გადაცემაში კარგად ჩანს, რომ საკუთარ თავთან მართლები ვართ. ჩვენც და სტუმრებიც... გვიხარია გადაღებაზე მისვლა, ვფიქრობთ თემებზე, რისი გაშლაც შოუში გვინდა, გვაინტერესებს ასევე ხალხის აზრი. მაყურებელს თუ აქამდე "ფეისბუქის" საშულაებით ვეკონტაქტებოდით, ახლა გადაცემაში მათი ჩართვაც არის შესაძლებელი. ისინი ისეთ პირად ინფორმაციებს გვიგზავნიან, პრობლემატურ, მნიშვნელოვან თემებზე, გაოცდებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გვენდობიან, ჩვენგან რჩევას ელიან. კარგი სიახლეა ასევე ის, რომ საინტერესო, საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებსაც შეუძლიათ ჩვენთან სტუმრობა. მაგალითად, არის ახალგაზრდა პოეტი, ან რაღაც მიმართულებით საინტერესო ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ მაყურებლის წინაშე წარსდგეს, ან უბრალოდ, შეიძლება იყოს კრიტიკული მაყურებელი და გადაცემაში გვეწვიოს.

- თავიდან ასე გვითხარით, რომ თითქოს ამ გადაცემაში თქვენი ოჯახური, ყოფითი ამბები, დეტალებიც განიხილებოდა, რადგანაც გადაცემა თქვენს "სახლში" იწერება, მაგრამ ეს მთლად ასე არ აღმოჩნდა. რატომ?

- რატომ? ჩვენ თითქმის ყველა ეთერში ჩვენს პირად ამბებზეც ვსაუბრობთ, მეტიც, ზოგჯერ ვკამათობთ ან ვჩხუბობთ, ვწუწუნებთ ან გვიხარია, ყოფითი დეტალებიც გვაქვს წამოწეული, ზოგჯერ გვიერთდება ტასოც, ჩვენი ქალიშვილი, რომელიც ჯერ 5 წლისაა და ეს ძალიან ორგანული და ბუნებრივია! არაფერს ვდგამთ! უბრალოდ, ამ ყველაფერს თავის ზომა წონა უნდა ჰქონდეს!

ახლა სეზონი მოვიდა, საშუალება გვაქვს, გარეთ გავიდეთ და გადაცემა სხვადასხვა ადგილებიდან ჩავწეროთ...

მოკლედ, მიხარია, რომ ჩვენთან მოსული არაერთი ადამიანი გავხსენით... მართალია წინასწარ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ წამყვანები ვართ და ბევრი რამ იმპროვიზაციაც არის. ეს ახალისებს გადაცემას. მე და კოტეს ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს, ბევრი რამ მოგვწონს ან არ მოგვწონს, ვეთანმხებით ან გვაღიზიანებს. კოტე უფრო დიპლომატიურია რაღაც საკითხში, მე ყველაფრის პირდაპირ თქმა ვიცი, არ ვერიდები საკუთარი აზრის დაფიქსირებას, იუმორს, თუმცა კარგად ვავლებ ზღვარს პირდაპირობასა და უზრდელობას შორის... ჩვენს მაყურებელს, სწორედ ეს მოსწონს ჩემში პირად გვერდზე ამას ასახელებენ. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის, თუმცა ზოგჯერ მაკრიტიკებენ კიდევაც, ყველა საპირისპირო აზრს აქვს არსებობის უფლება. რადგან ამდენი სხვადასხვა მოსაზრება და კომენტარი მოჰყვება ჩვენს გადაცემებს და ფრაზებს, "გაკოს შოუმ" წარმატებულად აიღო სტარტი.

ვიტყვი იმასაც, რომ ამ გადაცემამ ბევრი რამ შემძინა. დიდი მადლობა "პალიტრამედიას" იმისთვისაც, რომ დღეში დამატებითი საათ-ნახევარი მოგვცა მე და კოტეს ერთმანეთთან საურთიერთოდ. "გაკოს შოუ" ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, გამოცდილება და აზარტული პროექტია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა მე და კოტე არ ვართ ჟურნალისტები და წინ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და დასახვეწი.

თამთა იაშაღაშვილი, გადაცემის პროდიუსერი:

- ამ ადამიანებს ადრე არ ვიცნობდი, ამ შოუზე მუშაობისას გავიცანი. პირველ რიგში მგონია, რომ განსხვავებულები არიან, არანაირ სტანდარტში არ სხდებიან. შოუში ამბები სპონტანურად ვითარდება. უბრალოდ, მანამდე გვაქვს და ვიცით გადაცემის მონახაზი, მაგრამ დანარჩენი მერე კეთდება. მოკლედ, რაც იქ ხდება, იმაზე პასუხისმგებელი არ ვარ, რადგანაც სრული იმპროვიზაციაა. ხშირ შემთხვევაში, განოს და კოტეს ნამოქმედარით გაოგნებულიც კი დავრჩენილვარ. მოკლედ, ფორმატიდან გამომდინარე, ბევრი რამ ამათზეა დამოკიდებული, მაგრამ ალბათ სტუმარზეც.

- მაინც რით გაოცებენ?

- არ იციან დაოკება. გადაცემა მთავრდება და ესენი ისევ ეშხსა თუ "მუღამში" არიან...

- რაზე კამათობთ?

- კამათი ყველგან ხდება, რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაზე - არა. მე ჩემი აზრი მაქვს, ამათ - თავისი. მოკლედ, მარტივებიც არ არიან, მაგრამ არც მე ვარ "კანფეტი". შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი იოლად კეთდება, სინამდვილეში კი ამაში დიდი შრომაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ, ვინც ჩვენს შოუს უყურებს და მოსწონს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება