სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)

სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)

მომღერალი ანრი ჯოხაძე ბოლო დროს ამა თუ იმ თავშეყრის ადგილას, შოუში, კლიპშიც კი სხვადასხვა ფერის ხელთათმანით ჩნდება. ამან ადამიანების გარკვეულ ნაწილში ეჭვიც კი გააჩინა, - რაიმე დაავადება ხომ არ სჭირსო და რაკი კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, ჭორიც გაავრცელეს - კანის დაავადება აქვს და ხელებს ამიტომ მალავსო...

ანრის ცოტა ხნის წინ დავუკავშირდით და მის ამოჩემებულ აქსესუარზე ინტერვიუ ვთხოვეთ. ამასთან, იმის დასადასტურებლად, რომ ხელებზე არაფერი სჭირს, ambebi.ge-სთვის ექსკლუზიური ფოტო გადაიღო.

- ეს ჩემი სტილია და მეტი არაფერი. ხელთათმანი გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე მიკეთია, ანუ პერიოდამდე, სანამ დაცხება. ახლა უკვე მოვიხსენი და დამშვიდდნენ (სიცილით ამბობს)...

ეს ფერად-ფერადი ხელთათმანები, კარგ ხასიათზე მაყენებს. თუმცა ზოგმა ჭორიც კი გამივრცელა, რომ ხელზე კანის რაღაც დაავადება მჭირს, თითებზე გამონაყარი მაქვს და ხელთათმანით ამ ყველაფერს ვნიღბავ. ღმერთმა დამიფაროს, არაფერიც არ მჭირს, - არანაირი დააავადება, უბრალოდ მომწონს და მიკეთია.

- ბევრი ხელათმანი გაქვს?

- საკმაოდ - ღია იასამნიფერი, მუქი იასამნისფერი, რამდენიმე წყვილი წითელი, შავი, ლურჯი, ბორდოსფერი, ღია ყავისფერი... მოკლედ, სხვადასხვა ფერი და ბევრი. ეს სტილი მოვირგე, რაღაც უკვე ჩემი მგონია. თან, საქართველოში ასეთი ფერადი ხელთათმანები მამაკაცებზე კი არა, ქალებზეც არ მინახავს, ვფიქრობ, იშვიათად იკეთებენ.

- დისკომფორტს არ გიქმნის? არ გაწუხებს?

- არა, პირიქით, ძალიან კომფორტულია. არც ტელეფონზე მიჭირს "თაჩი", მოკლედ, სადაც გინდა, გაიკეთე, არ არის პრობლემა. არც მოშარდვის დროს მიშლის ხელს (სიცილით ამბობს)...

- სახლშიც გიკეთია?

- არა... ამასწინათ სპორტულ მაღაზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და გავგიჟდი, ისე მომეწონა ბილიარდის სათამაშოდ განკუთვნილი თხელი, ტყავის ხელთათმანი, "თითები" ნახერად გადაჭრილი აქვს. შევიძინე. სხვათა შორის, "ორ ვარსკვლავშიც" მეკეთა.

- სად ყიდულობ ამ აქსესუარს?

- ბაზრობაზეც, მაღაზიაშიც, სადაც ვნახულობ, ყველაგან ვყიდულობ.

- აუცილებლად ტყავის უნდა იყოს?

- სასურველია, რადგან უფრო გამძლეა...

- მოკლედ, ბოლო ერთი წელიწადია, ხელთათმანები ამოიჩემე...

- კი და ის უკვე ჩემთანაც იდენტიფიცირდება... იმ დღეს "კომედი შოუში" "ორი ვარსკვლავის" იმიტაცია გააკეთეს, მეც გამაჯავრეს. ის ბიჭი ჩემს პაროდიას რომ აკეთებდა, ამას მხოლოდ ხელთათმანებით მივხვდი... უკვე კარგია!

- ძვირია შენი ხელთამანები?

- 20 ლარიდან იწყება და საქართველოში 100 ლარს არ აჭარბებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება