სამანტა ფაუერი - დონბასში ძალადობა რუსეთის სპონსორობით ხდება, ამიტომ მოსკოვის შეშფოთება უადგილოა

სამანტა ფაუერი - დონბასში ძალადობა რუსეთის სპონსორობით ხდება, ამიტომ მოსკოვის შეშფოთება უადგილოა

რუსეთის ინიციატივით მოწვეულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გუშინდელ საგანგებო სხდომაზე რუსეთი მკაცრად გააკრიტიკეს. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

"რუსეთი ტყუის იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში", - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელემა სამანტა ფაუერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, დონბასში ძალადობა რუსეთის სპონსორობით ხდება, ამიტომ მოსკოვის შეშფოთება უადგილოა. "რუსეთი არ უნდა ღელავდეს, რადგან თავად ქმნის ამ ვითარებას. უკრაინის ხელისუფლება თავიდანვე ცდილობდა ვითარების მშვიდობიანად მოგვარებას", - აღნიშნა ფაუერმა და ყირიმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მოთმინება უპრეცედენტოა.

"უკრაინა ასრულებს გაერო-ს ყველა რეკომენდაციას. 63 დღის განმავლობაში უკრაინა მშვიდობიანი გზით მიდიოდა, მოსკოვი კი დღითი დღე ომის გზით მიდის", - განაცხადა ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში.

მისივე თქმით, რუსეთი ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ფაუერის აზრით, ყირიმის მოვლენები მეორდება. "იგივე კრიზისია რუსეთის მონაწილეობით", - აღნიშნა ფაუერმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა