სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს

სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად ასევე გათავისუფლებულია 5 უკრაინელი ოფიცერი.

ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა გათავისუფლების შესახებ სლავიანსკის თვითგამოცხადებულმა მერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა.

სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთო-ს დამკვირვებლები მძევლად 25 აპრილს აიყვანეს, რომლებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაში ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი, შვეიცარიელი თომას იოჰანსონი სეპარატისტებმა 27 აპრილს გაათავისუფლეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა