"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"

"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"

ნინი წიკლაურისა და ლევან ჯავახიშვილის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეულია "ორი ვარსკვლავის" იმ წყვილებს შორის, რომლებსაც მაყურებელიც და ჟიურიც ყველაზე ნაკლებად აკრიტიკებს. მათ მიერ შესრულებულმა ბობ დილანის სიმღერამ ცრემლი მოჰგვარა ჟიურის რამდენიმე წევრს, თავად ნინის და მაყურებელსაც კი. მას მერე პროექტის ჟიური უფრო მომთხოვნი გახდა ამ წყვილის მიმართ.

- ნინი, ჟიური ყოველთვის მეტს ითხოვს თქვენი წყვილისგან. ეს გაღიზიანებთ თუ გსიამოვნებთ?

- გვსიამოვნებს. ლევანს აქვს იმის უნარი, რომ ვოკალური მონაცემებით იყოს ლიდერი. არაპროფესიონალებს შორის მართლაც გამოირჩევა, თითქმის პროფესიონალურ დონეზე მღერის. მეორე გამოსვლა იმდენად გრანდიოზული იყო, დღემდე ვერ გადავფარეთ. მაშინ კიდეც ვეუბნებოდი ლევანს, ეს ის სიმღერაა, რომელიც რამდენიმე ტურის მერე უნდა იმღერო, დასაწყისისთვის ცოდოა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. სიმღერა მართლაც იყო ისეთი, რომ გაგიჟების საშუალებას გვაძლევდა. დანარჩენ ჰიტებს არ ვაკნინებ, რომლებიც შეგვისრულებია, მაგრამ ეს საუკეთესო გამოვიდა.

- ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება მწარედ თუ გახსოვს?

- არაფრის გულში ჩადება არ ვიცი, თან მართლა არ მახსენდება. ერთადერთი მახსოვს "აეროსმიტის" სიმღერა "არმაგედონიდან". რეპეტიციაზევე ვთქვი, რომ ფრენა ამ ნომერზე ცუდი იდეა იყო. ეს იმდენად რთული სიმღერაა, მიწაზე მყარად დგომა სჭირდება. ჰაერში ჩამოკიდებული სიმღერა ძალიან რთული ყოფილა. თან ტექნიკური პრობლემა იყო, არასწორად აგვიყვანეს ჰაერში, ერთი მაღლა ვიყავით, მეორე - დაბლა, თან ცერად ვეკიდეთ. ვოკალური თვალსაზრისით კარგი გამოვიდა. რამდენიმეჯერ მოვისმინე და ერთი ხარვეზიც კი ვერ ვიპოვე, უბრალოდ, სანახაობრივად არ გამოვიდა კარგი. ეს აღნიშნა ჟიურიმაც და მეც მთლიანად ვეთანხმები... სიმაღლის მეშინია, თუ დამიჯერებთ, პირველი სართულიდანაც არ გადმომიხედავს არასდროს. გავრისკე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნერვიულობად არ ღირდა.

- კონკურსის პროფესიონალ მომღერლებს არ მოსწონთ, როცა ჟიურის წევრები მათაც აფასებენ.

- ეგ არც მე მომწონს. ეს არ არის ჩვენი კონკურსი, ჩვენ არაფერს ვიგებთ, ჩვენ ვართ უბრალოდ დამხმარეები არაპროფესიონალებისთვის და ჟიური არ უნდა მაკრიტიკებდეს. ჩემთვის არაფერი ისეთი არ უთქვამთ, მაგრამ ვეთანხმები იმ პროფესიონალ მომღერლებს, რომლებიც ამას აპროტესტებენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ლევანი მართლაც ერთ-ერთი ლიდერია, ნერვიულობა ვერ დაძლია, როგორ ამხნევებ სცენაზე გასვლის წინ?

- სულ ვეუბნები, გაატარე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ შინაგანად მაინც ღელავს. მისთვის ეს პირველი კონკურსია. ზოგადად კონკურსი ყველაზე რთული ეტაპია მომღერლისთვის. არ იცი, ჟიურის რომელი წევრი რა ხასიათზე იქნება, რა ყურით მოგისმენს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება