"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი

"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი

"დღის შოუს" წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაანონსა, რომ აფრიკულ ნაწნავებს იკეთებდა და გადაცემაში ნიგერიელი ტრეისი, ამ საქმის ოსტატი მოიწვია, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაიწყო წამყვანის ახალ ვარცნილობაზე მუშაობა...

ის კი არა, ნანიკო "ცელქი ბავშვები 2"-შიც სწორედ ასეთი იმიჯით მოევლინება მაყურებელს. ambebi.ge ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა.

- თავიდან არც მეგონა, რას ვეჭიდებოდი, ნიგერიელმა ტრეისიმ, ამ საქმის სპეციალისტმა, მითხრა, რომ არ გამოგივა, მოკლე თმა გაქვსო, მაგრამ არ მოვეშვი. საქმე რომ დაიწყო, ეშხში შევიდა და 13 საათის განმავლობაში ჩემს თავსა და თმას არ მოცილდა. ძალიან შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ჩემი თმის ყოველ ოთხ ღერს ხელოვნურ თმას აბამდა და მერე იმას წნიდა. ეს ყველაფერი ისე გაიწელა, ბოლო ორი რიგი აღარ დაუსრულებია, მეც ვუთხარი, აღარ გინდა-მეთქი. ტრეისი ისეთი მაგარი ოსტატია და ისე გამიკეთა, რომ ახლა ამ ნაწნავებზე ტრაქტორიც რომ დამკიდონ, არ მომძვრება. არადა, ყველაფერი ბუნებრივად, ყოველგვარი წებოსა თუ სხვა დამხმარე საშუალების გარეშე გააკეთა, მხოლოდ აფრიკულ, ამ საქმით პროფესიონალიზმს მოუხმო. თან, ისე მეცოდებოდა, გოგომ დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს.

- მშობიარე ქალი მუშაობდა?

- კი, 13 საათი ფეხზე იდგა. ვთხოვე, იქნებ ჩამოჯდე და დაისვენო-მეთქი და ვერაფრით დავითანხმე. არ შეიძლება, ეს ჩემი საქმეა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოო. თავიდან მეგონა, რომ სადღაც ერთ საათში მოვრჩებოდით, მაგრამ ამ ყველაფერს მთელი დღე დასჭირდა. სალონიდან გვიან ღამით გამოვედი.

- ისე, რამ გადაგაწყვეტინა ეს?

- ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა, ასევე ჩემმა შვილმა გაიკეთეს ასეთი ნაწნავები, მომეწონა და მეც მომინდა. მერე ხომ გითხარით, გადაცემაშიც მოვიყვანე სპეციალისტი.

- ახლა რამდენ ხანს გექნება ეგ ქერა ნაწნავები?

- ჰო, ჩემი თმის ფერზეა მართლაც და ისეთი მაგარია, რომ თუ გინდა, მთელი ცხოვრებაც გქონდეს. ნამდვილად კომფორტული ვარცხნილობაა.

- ძვირია ეგ სიამოვნება?

- 500 ლარი, ამას თან ერთვის 12-13 საათი და ხელის საოცარი ტექნისკის ტყვეობა...

- გადაცემაში ასეთი თმით უნდა დაჯდე?

- აბა, რას ვიზამ? ის კია არა, ახლა "ცელქი ბავშვები 2"-ის გადაღება დაიწყო და ფილმში უნდა ვიყო ამ ვარცხნილობით. გადაღების პირველი დღეა, თან, მე გავხსენი. ჩემს გმირს რატომღაც უხდება ეს ნაწნავები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება