"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას

"საკურას ყვავილობა", ანუ როგორ აფასებენ წულუკიანის ჩაცმულობას

თეა წულუკიანის ჩაცმულობა ბოლო პერიოდში საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. მინისტრის სამოსის გამო ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც წულუკიანი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უცნაური სამოსით გამოჩნდა.

თეა წულუკიანის ჩაცმულობა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც მან იუსტიცის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი საზეიმოდ გახსნა.

თეა წულუკიანის ჩაცმულობას თავისებურად გამოეხმაურა დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომელმაც მინისტრის სამოსი საკურას ყვავილობას შეადარა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის ამგვარი ჩაცმულობა შექებას იმსახურებს.

თეა წულუკიანის ჩაცმულობის შესახებ Ambebi.ge დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ესაუბრა:

- როგორ უნდა იმოსებოდეს პოლიტიკოსი, 21-ე საუკუნის მოდა აძლევს თუ არა მას სამოსის არჩევისას ლავირების საშუალებას?

- შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკოსი არის ქვეყნის სახე და არ აქვს უფლება დრესკოდს არ დაემორჩილოს. ეტიკეტს უნდა ემორჩილებოდეს ყველა პოლიტიკოსი. ჩაცმა კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. პოლიტიკურად ძლიერი ქვეყნები პასუხობდნენ მსოფლიო მოდას.

- ფერების არჩევაშიც შეზღუდულია პოლიტიკოსი?

- ფერებში არ არის შეზღუდული. პირიქით, არ შეიძლება ჩაშავებული და ლურჯი სამოსი ეცვას, სამოსი უნიფორმისგან უნდა განსხვავდებოდეს. ფერებს თავისი დატვირთვა აქვს: მწვანე უზადო პატივისცემას იმსახურებს, წითელი აგრესიული ფერია, მაგრამ ყოველთვის მომგებიანია. ეს უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა.

- თეა წულუკიანის ჩაცმულობა მოგწონთ?

- ვფიქრობ, გემოვნებით იმოსება. წულუკიანი თავად არის მკაცრი ჰაბიტუსის მქონე, თუმცა შეიძლება დეტალების შეტანა მის ჩაცმულობაში.

- რა დეტალებს შეიტანდით?

- მახსოვს ერთი პიჯაკი, რომელსაც სხვანაირ საყელოს გავუკეთებდი, ზუსტად არ მახსოვს რომელი პიჯაკია, მაგრამ მახსოვს დიდი ღილაკი ამ პიჯაკზე.

- ყატარში ოფიციალურ შეხვედრაზე მას ეცვა ყატარის ეროვნული სამოსის სტილში, მისაღებია ასე ეცვას ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრს?

- არ მინახავს ეგ შეხვედრა, მაგრამ თუ მაინცდამაინც ეთნომოტივებზე უნდა იყოს სამოსი, ჯობია ქართული ტანსაცმელი ეცვას. მინისტრი ქვეყნის სახეა, ამიტომ ეროვნული სამოსი უნდა ჩაიცვას და ქვეყანას გაუკეთოს რეკლამა.

- გუშინდელ ჩაცმულობაზე რას იტყვით, სადაც მას იაპონური სტილის ყვითელი პრენაგი ეცვა?

- ჭყეტელა ფერები არ უნდა ეცვას მინისტრს. შუალედის დაცვაა აუცილებელი. არ შეიძლება მინისტრს ყვავილებიანი სამოსი ეცვას ოფიციალურ შეხვედრაზე. ყვითელი სამოსი ვერ წარმომიდგენია პოლიტიკოსზე. თუმცა ყვითელს გააჩნია, რადგან ყველა ფერს თავისი გრადაცია აქვს.

- სჭირდება წულუკიანს იმიჯმეიკერი?

- იმიჯმეიკერი ყველას სჭირდება. მათ შორის თეა წულუკიანს, აუცილებლად.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე (+5 ფოტო)

ვიდეო: სააკაშვილი "დაღეჭილი" პერანგით და წულუკიანი ალუჩებით - დიზაინერი პოლიტიკოსებზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს