"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"

"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონზე მომღერალი თიკა ჯამბურიაც ცეკვავს. ძალიან მოსწონს ამ პროექტში მონაწილეობა და როგორც ამბობს, ყველაფერს აკეთებს, რომ მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი პირველ საკონკურსო ტურში კიდეც აჩვენა, თუმცა შოუს გახსნის დღეს მისი პროექტში გამოჩენით, ბევრი ადამიანი შეშფოთდა, - ეს რამხელა გამხდარა ჯამბურია? ამ წონით აპირებს პროექტში ცეკვას?

"ამბები.გე" მორიგი საკონკურსო ტურის წინ თიკას დაუკავშირდა.

- როგორი განწყობა გაქვს?

- ახლა ყველაზე მეტად ვნერვიულობ, "ჯაივი" უნდა ვიცეკვო, რაც საკმაოდ რთულია.

- კი, მაგრამ ისეთი მაგარი პარტნიორი (რატი გაჩეჩილაძე) გყავს, რომ ვფიქრობ, ტყუილად ნერვიულობ...

- მართლა ძალიან მაგარი პარტნიორი მყავს, მაგრამ "ჯაივი" ძალიან სწრაფი ცეკვაა, - ბევრი ნაბიჯი და მოძრობაა ისე, რომ ვერც კი ვასწრებ ფიქრს, რა რის მერე მოდის და ძალიან დაძაბული ვარ. მაგრამ მთავრია, რომ ხასიათში ვცეკვავ და ეს მოსწონთ; მაგრამ ახლა ნაბიჯებზეც უნდა ვიფიქრო, ხასიათზეც - ამოცანა გამირთულდა...

- თიკა, ამ შოუში გამოჩნდი თუ არა, შენს მძიმე წონაზე ალაპარაკდნენ. ამაზე რა რეაქცია გქონდა?

- რატომ განიცადეს ადამიანებმა და გულთან ასე რატომ მიიტანეს ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები. ჩემი წონა, მე არ მაწუხებს ისე, როგორც სხვებს. საქართველოში გოგონების 80%-ს იმ წონაზე მეტი აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ არის, რომ მძიმე წონა გქონდეს. არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს. ისე, ძალიან გამხდარიც არასდროს ვყოფილვარ. მოკლედ, ილაპარაკონ, არ მანაღვლებს, თუმცა იმ ადამიანების გასახარად ვიტყვი, ვინც ძალიან ნერვიულობს, - წონაში დაკლება დავიწყე...

- ჰო, 5 კილომდე უკვე დაგიკლია. რაიმე სპეციალურ დიეტას მიმართავ?

- არა, ეს ყველაფერი თავისთავად ხდება. დღეში 8 საათს ვცეკვავ, ვვარჯიშობ. ტანის ფორმაც შემეცვალა, საკუთარ თავს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ ისეთი გამხდარი ვარ, მინი ქვედაბოლოებსაც კი ჩავიცვამ. თან, პროექტში დიდხანს თუ დავრჩი, მეტად გავხდები. ამასთან, მსუბუქად ვიკვებები.

- ისე ნუ იზამ, რომ ენერგია აღარ გქონდეს...…

- არა, ბევრ ბოსტნეულს ვიღებ, ენერგია რომ არ წამერთვას. მოკლედ, წონაში თავისთავად ვიკლებ და ამ ყველაფერს ხელსაც ვუწყობ...

ამერიკაში "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტი გასულ სეზონზე 120-კილოიანმა გოგონამ მოიგო. ფანტასტიკურად ცეკვავდა. არც ერთი კომენტარი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რა მსუქანიაო? პირიქით, მან მძიმე წონიან ადამიანებს სტიმული მისცა. სხვათა შორის, კანონი არსად გამოუციათ, რომ მაინცდამაინც გამხდარმა უნდა იცეკვოს. ცეკვის უფლება ყველას აქვს.

- პარტნიორზე რას გვეტყვი?

- რატი პოზიტიური ადამიანია. ერთმანეთს მაგრად გავუგეთ. საერთოდ, არც კი ვკინკლაობთ. ყველანაირად გვერდში მიდგას, მეხმარება, მასწავლის, შეუძლია, 24 საათი მამეცადინოს. ვიმეორებ, ძალიან მაგრად გამიმართლა, რომ რატი შემხვდა.

- ამბავი პირველ შოუში შენს დეკოლტეზეც ატყდა...

- ის კაბაც მიმაჩნია, რომ "სამბას" უხდებოდა. ხშირად მოცეკვავეები სცენაზე  თითქმის გახდილებიც კი არიან ხოლმე. განა რა იყო ისეთი ის კაბა, რომ ვერ მიიღეს. რა ვქნა, ''სამბას''როლინგით ვერ ვიცეკვებდი. ჩემი ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამას არ ჰქონდა ისეთი რეაქცია, როგორც ჩემს "კეთილისმსურველებს". დაწყნარდნენ, ყველაფერი კარგად იქნება!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" "მკერდის სკანდალი" გრძელდება - რა კომენტარი მიუძღვნა ნაზღაიძემ ჯამბურიას დეკოლტეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება