ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...

ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...

ლიტვაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწე ქართველი გოგონას შორენა ჯანიაშვილის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ. მცირედი ინფორმაცია მოვაგროვეთ და შემდეგ დავუკავშირდით. სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და მასთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე უფრო წარმატებული და ნამდვილი ვარსკვლავია, ვიდრე ვფიქრობდით და კიდევ, ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან საინტერესო და გონიერი რესპონდენტია.

1988 წლის 12 ივლისს თბილისში დაიბადა. აქვე მიიღო უმაღლესი განათლება, იურისტის სპეციალობით. 2008 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, სადაც თავდაპირველად საესტრადო სიმღერის ვოკალს ეუფლებოდა, ხოლო მოგვიანებით სწავლა კლასიკური სიმღერის ვოკალის განხრით გააგრძელა. საბოლოო ჯამში საკუთარი თავი, როგორც შემსრულებელმა, იპოვა WORLD MUSIC/JAZZ-სტილში და ამ ჟანრში შექმნა საკუთარი საკონცერტო პროგრამა ლიტვის საუკეთესო ჯაზმუსიკოსებთად ერთად. ამ ქვეყანაში კარგად იცნობენ და ხშირად ლიტვაში ქართული კულტურის ელჩადაც მოიხსენიებენ.

მრავალჯერ იყო მიწვეული სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში, რომლებიც მისთვის გამარჯვებით ან საპრიზო ადგილზე გასვლით სრულდებოდა: 2009 წელს სატელევიზიო პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებული გახდა; 2009 წელს სატელევიზიო პროექტში ''ვარსკვლავური დუეტები'' მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა; 2013 წელს იყო მიწვეული ლიტვის ნაციონალური ტელევიზიის მუსიკალურ პროექტში ''ოქროს ხმა'' , სადაც 3 ადგილზე გავიდა.

2011 წელს შექმნა საკუთარი პროექტი ლიტვის ჯაზმუსიკოსებთან ერთად. ძველი ქართული სიმღერები ახალ, ეთნოჯაზის სტილში წარმოადგინა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ლიტვაში და არა მხოლოდ. ბენდთან ერთად ჰქონდა რამდენიმე საკონცერტო ტური. 2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა შორენას პირველი ალბომი Music from my heart, რომლითაც სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალზეა მიწვეული.

პარალელურად 2012 წლიდან არის ლიტვური მიუზიკლ PRANASASის სოლისტი.

აქტიურად გახლავთ ჩაბმული საქველმოქმედო კონცერტებში, რისთვისაც ლიტვის პრეზიდენტმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

- შორენა, ტელევიზიასა და მაყურებელთან შენი პირველი შეხებიდან დავიწყოთ. მახსოვს, რომ ''რუსთავი-2''-ზე პროექტ ''უკანასკნელ გმირში'' მონაწილეობდი. გაიხსენე ის პერიოდი.

- "უკანასკნელი გმირი" არის პროექტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ძალიან დიდი სიყვარულით გავიხსენებ. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს იქ გადახდენილ სირთულეებსა და დაკლებულ კილოგრამებზე, გარდა ამისა ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდა ჩემს თავს კადრს მიღმა. პირველ რიგში, დღემდე გამომყვა საოცარი თვისება, რომელიც ზუსტად ამ პროექტში ყოფნის დროს გამოვიმუშავე - ადამიანის მოსმენა ბოლომდე მაშინ, როცა ძნელი მოსასმენია და გაჩუმება, როცა ეს თუნდაც ძალიან რთულია და რასაკვირველია, პროექტში შევიძინე მეგობრები - პროექტის გამარჯვებული თამარი და მისი მეუღლე გიორგი, რომელიც ასევე პროექტის მონაწილე იყო.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება