ბოზობასთან გაიგივებული სიშიშვლე - ფოტოგრაფი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის

ბოზობასთან გაიგივებული სიშიშვლე - ფოტოგრაფი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის

არჩილ გეგენავა, იგივე აჩი აპაჩი, როგორც მას საზოგადოება იცნობს, ქუთაისში ცხოვრობს, მაგრამ მაინც ახერხებს, ფოტოობიექტივის საშუალებით მთელი საქართველო გადაიღოს. აჩის ფოტოები მართლა განსაკუთრებულია, რადგან ჟანრობრივად იმდენად განსხვავებულია, რომ რთულია დაიჯერო, ერთი ადამიანი ასეთი წარმატებით იღებდეს პეიზაჟს, ნუდს, კონიაკისფერ სკამებს და პოლიტიკოსებსაც კი...

- აჩი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი. პროფესიით ვინ ხარ, რას საქმიანობ?

- დავიწყებ ღიმილით, რადგან პროფესიით ვინც ვარ, ეს არაფერს ნიშნავს ამჟამინდელ ჩემს კარიერაში. დიპლომირებული ეკონომისტი გახლავართ, რომელსაც აგრობიზნესი უნდა აეყვავებინა, მაგრამ დუხჭირმა ცხოვრებამ მაიძულა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპე-ციალისტი გავმხდარიყავი. 15 წლიდან ამ სფეროში ვმუშაობ, ფაქტობრივად, ჩემი ჰობი (კომპიუტერი) იქცა ჩემს პროფესიად და კარიერას ამ მიმართულებით ვავითარებ.

- შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა?

- 1997 წლის ცივი ზამთარი იდგა... ჩემი მხატვარი მეგობარი, რომელიც ახლა უცხოეთში მოღვაწეობს, უბრალო ფოტოაპარატით ქუთაისის ცხოვრებიდან სურათებს იღებდა და შემდეგ მინიატიურებს ხატავდა. მეც დამაინტერესა და დავიწყე ფოტოაპარატის ძებნა, რაც წარმატებით დავასრულე, როცა პირველ ჩემს ''საბჭოთა სიამაყე ''ზენიტში'' იმ დროისათვის ჩემთვის ძვირი ფასი, 14 ლარი გადავიხადე. ფოტოგრაფიის შესწავლა ჩემი ძალებით დავიწყე, გამჟღავნების შემდეგ ბევრი ფირი გამიფუჭდა, მაგრამ როდესაც გამოსახულება მივიღე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაფერი ქუთაისში ხდებოდა, ჩემი პირველი გადასაღები ობიექტი იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება