სეზონის ჰიტი - ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელი

სეზონის ჰიტი - ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელი

დიზიანერმა მარიამ ხარშილაძემ სამხატვრო აკადემიაში სწავლა ტყავის მოდელირების განხრით 2 წლის წინ დაასრულა, თუმცა აქტიურად ამ სფეროში ერთი წლის წინ ჩაერთო. შექმნილი აქვს კოლექცია Under The Skin, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი გახლავთ, თუმცა მისი წარდგენა თბილისის მოდის კვირეულზეც მოახერხა.

- მარიამ, მხოლოდ ფეხსაცმელს ქმნი თუ სამოსზეც მუშაობ?

- აკადემიის დასრულებისას კოლექცია რომ გავაკეთე, ვიმუშავე როგორც ფეხსაცმელზე, ასევე სამოსზეც, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადად მაინც ფეხსაცმელსა და ტყავისგან შექმნილ ნაწარმზე მაქვს აქცენტი გადატანილი.

- რამდენად მრავალფეროვანია შენი ნამუშევრების ფერთა პალიტრა?

- უფრო მუქ ტონებზე ვმუშაობ, თუმცა პასტელური ფერებიც ფიგურირებს.

- ამ სეზონზე როგორი სტილის ფეხსაცმლის ჩაცმას გვირჩევ?

- ტყავის ''ბათინკების'' ყოველდღიური მოხმარება მოდურია გაზაფხულზეც და ზაფხულშიც, ცხელი და შემაწუხებელი რომ არ იყოს, უპირატესობა უფრო ამოღებულ, ''დაჭრილ'' ვარიანტს ენიჭება.

- გარდა ამისა, როგორც ვიცი, ფერადი ფეხსაცმელიც ძალიან აქტუალურია...

- ასეა. ადრე უფრო მუქი ფერის ფეხსაცმელზე იყო მოთხოვნა, ახლა კი გაფერადდა, ვინც მკაცრ სტილში იცვამს, ძირითადად მაინც პასტელურ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამ სეზონის გამორჩეულ ტენდენციად შეიძლება, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელი ჩავთვალოთ. ფორმების თვალსაზრისით აქტუალურია წვრილცხვირიანი, წვრილქუსლიანი, თი-თებზე ამოჭრილი, მეტალით გაფორმებული ფეხსაცმელი.. აქ უკვე გადამწყვეტი გამოვნებაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება