სლავიანსკში ოთხი ადამიანი დაიღუპა

სლავიანსკში ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი  ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა სლავიანსკში, უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს სლავიანსკში წინააღმდეგობას 800-მდე სეპარატისტი უწევს.

უწყების ცნობით, სეპარატისტები თავს ესხმიან ადგილობრივ მოსახლეობასაც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, სეპარატისტები სლავიანსკში ნაღმტყორცნებს იყენებენ.

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში საბრძოლო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. უკრაინელმა სამხედროებმა ადგილობრივი ტელეანძა დაიკავეს, რის შედეგადაც ქალაქში უკრაინული ტელეარხების მაუწყებლობა აღდგა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა