ვარსკვლავები, რომლებიც გაჭირვებულებს ეხმარებიან

ვარსკვლავები, რომლებიც გაჭირვებულებს ეხმარებიან

თუ ფიქრობთ, რომ ვარსკვლავებს ძვირფასი ავტომობილის, პოპულარობისა და სკანდალების გარდა არაფერი აინტერესებთ, ძალიან ცდებით. ჰოლივუდში ბევრი ვარსკვლავია, რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავს.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი: ვარსკვლავური წყვილის დოსიე მხოლოდ წარმატებული კინოროლებით არ შემოიფარგლება. მათი საერთო საქველმოქმედო ორგანიზაცია Maddox Jolie-Pitt Foundation ჩართულია ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სიღარიბესთან ბრძოლის კამპანიაში. სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მათი წყალობით მილიონობით დოლარი ერიცხებათ.

ჯორჯ კლუნი: ჰოლივუდის მსახიობი ცნობილია როგორც აქტივისტი, რომელიც სუდანში ადამიანების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

ელენ დეჯენერესი: ტელეწამყვანი ცხოველებზე ზრუნავს. ის ორგანიზაცია The Gentle Barn-ს ეხმარება. ორგანიზაცია მიტოვებულ ცხოველებს იცავს. ამასთან, ვარსკვლავი თანხებს ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაციაში რიცხავს.

ტეილორ სვიფტი: ახალგაზრდა მომღერალი ტეილორ სვიფტი უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ამასთან, გაჭირვებულ მოსახლეობისთვის, რომელთაც ბილეთის ფული არ აქვთ, უფასო კონცერტებს მართავს.

მეთ დეიმონი: მსახიობის წყალობით, რომელიც Water.org-ის თანადამფუძნებელია, განვითარებად ქვეყნებში სუფთა წყალს სვამენ. ვარსკვლავი ასევე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან ONE, რომელიც შიდსთან ბრძოლის კამპანიას კურირებს.

მომზადებულია amerikanki.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება