"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

შოუმენს, მოდელს, რადიოწამყვანს გიორგი ნაზღაიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" შოუს დატოვება პირველს მოუწია. თუმცა უკმაყოფილო არ არის, - ამბობს, რომ ორი მაგარი ცეკვა მაინც იცეკვა, უბრალოდ, გული იმაზე სწყდება, რომ გულშემატკივრებმა უმტყუნეს და პროექტი ამის გამო ნაადრევად დატოვა.

- პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ნოე სულაბერიძეს, დიმას, საშას, ალიონას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ეს ადამანები ბევრს წვალობენ და შრომობენ იმისთვის, რომ სცენაზე შევდგეთ, კარგად გამოვიდეთ და შოუში "ვიფართხალოთ". პროექტით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ვიცეკვე 2 მამაკაცური ცეკვა - "ვალსი" და ბოლოს და ბოლოს ჯეიმს ბონდი ვიყავი. მონაწილეებიდან ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ამ შოუში ბევრიც გავიცანი, ახალი მეგობრები შევიძინე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ მოდელი ნინი ნებიერიძე გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ურთიერთობასაც ავაწყობთ. მთავარია ჩემსავით არ გამოვარდეს, იქნებ ბინა მოიგოს.

- ისე, ბევრი გულშემატკივარი გყავს და არ მეგონა, თუ "გაჭირვების ჟამს" მიგატოვებდნენ და არ დაგიმესიჯებდნენ...

- კი, ეს მეც მიკვირს, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ვფიქრობ, მაყურებელი არ ელოდა, რომ პირველსავე დღეს აუტსაიდერებში დავდგებოდი... მოკლედ, გულშემატკივარმა "გამწირა". ეგ არფერი, კიდევ გამოვანათებ, ყველაფერი წინ არის!.. ბედის უკმაყოფილო არ ვარ, - აქამდე, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია, ყველგან გამარჯვებული ვყოფილვარ. ხანდახან ცხოვრებაში მარცხიც უნდა განიცადო... რა ვქნა, თუ გამოვვარდი, მთავარია, რომ პროექტი ღირსეულად დავტოვე...

- ამ შოუში თითქოს ისე ვერ წარმოჩინდი, როგორსაც საზოგადოება გიცნობს...

- შოუში ვიყავი ის გიორგი ნაზღაიძე, როგორიც საერთოდ ვარ. ეს ის გადაცემა იყო, სადაც რაღაც ხმაურიანი გამონათქვამები, სკანდალი, ეპატაჟური საქციელი არ მჭირდებოდა. ეს იყო ცეკვა, უნდა მეცეკვა და ასე წარმომეჩინა თავი. მოკლედ, ხალხმა სხვა ნაზღაიძე დაინახა. მეგობრებთან, ოჯახში ყველგან ასეთი ვარ და არა ისეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ, - ამბიციური, თავხედი ა.შ.

ერთი რამ მიხარია: ზოგიერთმა იულია ქავთარაძეს შემადარა, გიორგიმ იულია ქავთარაძესავით დატოვა პროექტიო. მოკლედ, იულიას  მადარებენ, რაც ძალიან მიხარია...

- კი, მაგრამ მაშინ მის დასაბრუნებლად კამპანია დაიწყო. ახლა ეს არ მომხდარა...

- იმიტომ, რომ მიხვდნენ, - პროექტიდან გავარდნილის დაბრუნება არ ხდება. ამიტომ კამპანიასა და აქციას აზრი არ ჰქონდა.

- არ გაღიზიანებს, რომ გია ჯაჯნიძე პროექტშია და შენ გამოგიშვეს?

- რეპეტიციებზე ისევ დავდივარ. ბავშვებს ვერ ველევი, თან, ვგულშემატკივრობ. ყოველ ხუთშაბათს კონცერტზეც მივალ ხოლმე, ჩემი ფავორიტები მყავს. კარგი ადამიანები არიან. გიას ისე ვგულშემატკივრობ, არ იცით. მინდა, რომ კიდევ რამდენიმე ტურში იცეკვოს. იმას ვერ ვიტყვი, რომ მოიგებს, მაგრამ არ მინდა, რომ მალე დაადგეს ჩემს გზას. მგონია, პროექტში ყოფნით კარგ შოუს დადგამს. ის ახლა იწყებს თავის სპექტაკლებს. მას "ჩემს ფიფქს" ვეძახი.

- რატომ?

- ყველა კარგ სიტყვაზე ფიფქივით "დნება".

- შენს მეგობარ გია ჯაჯანიძე ჟიურიზე მთლად კარგად არ ლაპარაკობს...

- ჟიურის აქვს უფლება, ცეკვის დროს გვაკრიტიკოს, შენიშვნები მოგვცეს, მაგრამ მოდი, აბა, თვითონ დადგნენ პარკეტზე და იმასაც ვნახავ, რას იზამენ.

მოკლედ, როცა პროექტში არ ვართ, გვაქვს იმის საშუალება, ჟიური შევაფასოთ, მათზე ვიხუმროთ და ვიღადაოთ. თუ თვითონ აკეთებენ ამას, ჩვენ რა, უფლება არ გვაქვს?

- ჟიური არ მოგწონს?

- ძალიანაც მომწონს, კარგი ჟიური შეირჩა. ჯანსაღი კომენტარები აქვთ. მადლობა მათ. ასეთ შეფასებასაც არ ველოდი. უკმაყოფილო არ ვარ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება