რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით

რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ივანა მელაი საქართველოდან წავიდა. ის კარიერის გაგრძელებას ამჯერად რუსეთში აპირებს. როგორც თავად ამბობს, შემოთავაზება ინგლისელი პროდუსერისგანაც აქვს და არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ივანა საქართველოში ცოტა ხნის წინ დროებით დაბრუნდა და Ambebi.ge-ს ინტერვიუ მისცა.

- აღდგომის დღესასწაულისთვის ჩამოვფრინდი. მინდოდა, ეს უდიდესი დღესასწაული ჩემს მშობლებთან და ახლობლებთან ერთად თბილისში გამეტარებინა. ამავე დროს მიმიწვიეს "ორ ვარსკვლავში". მიხარია, რომ საქართველოში ასეთი შოუ არსებობს და მეც მივიღე მონაწილეობა.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი "ორ ვარსკვლავში"?

- ვერავის გამოვარჩევ, რადგან სხვას ეწყინება. ყველა თავისებურად განსხვავებულია და ნიჭიერი.

- რატომ არ წახვედით აქამდე საქართველოდან?

- მანამდეც მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. ახლა კი რუსეთში წავედი კარიერის გასაგრძელებლად. აქ რომ შემძლებოდა განვითარება და მქონოდა მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის საშუალება, არ წავიდოდი საქართველოდან. ახლა ვეძებ ისეთ სიმღერებს, რომელიც რუსეთში მოეწონებათ და ამავე დროს მომეწონება მეც. ევროპიდანაც მაქვს შემოთავაზებები, ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა ალანმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა, ამ დრომდე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ინგლისელებთან, ახლა უკვე მივიღე რაღაც გადაწყვეტილებები. ამ ადამიანმა გამაცნო ნიკ მეისონი, რომელიც პინკ ფლოიდში უკრავს, ასევე კრის რი. ამ ხალხს სჯერა, რომ გავამართლებ მათ იმედებს.

- სულ ცოტა ხნის წინ დიმა ბილანმა ინსტაგრამზე თქვენი ფოტოები ატვირთა. რა ურთიერთობა გაქვთ დიმასთან?

– დიმა ბილანი ჩემი მეგობარია, კავკასიური სული აქვს. თბილი და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთი 2–3 წლის წინ ბაქოში გავიცანით და დავმეგობრდით. ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს, მოსწონს მაია კაჭკაჭიშვილის და ბორიკო შხიანის მიერ შექმნილი სიმღერა.

– თაყვანისმცემლები მოსკოვშიც შეიძინე?

– მოსკოვში სად ვცხოვრობ, ამის შესახებ ცოტა ადამიანმა იცის. ერთ-ერთი შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, კონსიერჟემ მითხრა - თქვენთან საჩუქარი დატოვესო. გამიკვირდა. როცა საჩუქარი ვნახე და გავიგე, ვინ გამომიგზავნა, შოკში ჩავვარდი. უძვირფასესი საჩუქარი იყო. ასეთი ნივთები აუქციონებზე თუ შეგხვდებათ, ძალიან ძვირადღირებული. ალბათ, არავინ იტყოდა უარს ასეთ ძვირფას საჩუქარზე, მაგრამ მე დაკავებული გოგონა ვარ, გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი და როგორც ნამდვილმა ქალმა, უარი ვთქვი ამ საჩუქარზე.

– ისევ გურამიკო ლომიძის შეყვარებული ხართ, როგორ ცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე, ის ამერიკაშია, თქვენ რუსეთში...

– ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი კარგად გვაქვს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: - ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე - ახალი ვარსკვლავური წყვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება