ნიკა შერმაზანაშვილი, "X ფაქტორის" კონკურსანტებიდან მაყურებელს ვოკალურ მონაცემებთან ერთად იმის გამოც დაამახსოვრდა, რომ მან ჟიურის წევრზე, თამთა გოდუაძეზე ვიზუალური მონაცემებით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
შოუს ექსტრავაგანტულმა ჟიურის წევრმა კამერების წინ ვერ დამალა ემოციები და ნიკა ბევრი კომპლიმენტითაც აავსო, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამწყები მომღერლისთვის საიმისოდ, რომ მუსიკალურ ტალანტ-შოუს მომდევნო ეპიზოდებში წარმატებებს მიაღწიოს. ამის შესახებ თავად ნიკა შერმაზანაშვილისგან გახდა ცნობილი, რომელიც გულშემატკივრებს შემდეგი ტექსტით მიმართავს:
"ათეუეულში ხომ ადრე მოვხვდი, მეგობრებო. გუშინ რაც მოხდა, ეგ არ იციით თქვენ, თორემ მოსალოცაად არ მაქვს საქმე, არ გადამიყვანეს შემდეგ ტურში", - წერს გოდუაძის ფავორიტი სექსსიმბოლო მონაწილის სტატუსის მფლობელი შერმაზანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა შერმაზანაშვილი მუსიკალურ კარიერასთან ერთად სამოდელო საქმიანობასაც ეწევა, მას ვიცე-მისტერ ვალენტინის სტატუსი აქვს მოპოვებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
თამამი და სექსუალური იმიჯის მქონე თამთა გოდუაძე (VIDEO+38 PHOTO)