მსოფლიო სპეც-რაზმების რეიტინგში ჩინეთი პირველ ადგილზეა

მსოფლიო სპეც-რაზმების რეიტინგში ჩინეთი პირველ ადგილზეა

იორდანიაში, სპეც-დანიშნულების ძალების სამეფო სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ტრადიციული, ყოველწლიური შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობის მიზანი მსოფლიოში საუკეთესო სპეც-დანიშნულების რაზმის გამოვლენაა. შეჯიბრი იორდანიის მეფე აბდალა მეორის უშუალო პატრონაჟით ტარდება.

შეჯიბრის შედეგების მიხედვით, საუკეთესოები ჩინელი კომანდოსები არიან, რომლებიც ჩინეთის საპოლიციო სპეც-დანიშნულების ჯგუფ "თოვლის ლეოპარდებს" წარმოადგენდნენ. მათ საერთო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილზე ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის კორპუსის სპეც-რაზმი გავიდა.

ჯგუფები პარაშუტით ხტომის სიზუსტეში, "ტერორისტების" მიერ დაკავებული თვითმფრინავის შტურმში, ავტომატური იარაღიდან სროლაში, იარაღის დატენვის სისწრაფეში და სხვა ეტაპებში ეჯიბრებოდნენ. მათი საერთო რაოდენობა 15 იყო. შეჯიბრში მონაწილეობა მსოფლიოს 36-მა სახელმწიფომ მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე