როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს

როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს

ამბობენ, კაცების "დაკერვის" ერთი წესი არ არსებობს, რადგან ისინი სხვადასხვანაირნი არიან. გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ როგორ აწონებენ თავს მამაკაცებს ცნობილი მანდილოსნები, თუმცა ბევრმა მათგანმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

იუნა შაფათავა

- იუნა, რა მეთოდები გაქვთ სასურველი მამაკაცის გულის მოსანადირებლად?

- ქალიც და მამაკაციც ინსტიქტურად მოქმედებს. გააჩნია, რა მიზნით გინდა ადამიანის "დაკერვა" და რამდენი გაქვს დრო. ჭკვიანი და მოხერხებული ქალისთვის მიუწვდომელი მამაკაცი არ არსებობს. შეიძლება მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყოს, დაქალებთან სანაძლეო დავდოთ და მერე შეტევაზე გადავიდეთ, თუმცა ასე მამაკაცები იქცევიან, იშვიათად არსებობს ასეთი გამბედავი ქალი.

სტატისტიკურად, ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს, თავისივე მარტივი მეთოდით "დაკერვა". ქართველი მამაკაცის "დაკერვის" დროს ტექსტი დაახლოებით ასეთია: "ძალიან მომეწონე, სხვანაირად არ გამიგო, რას აკეთებ დღეს საღამოს? აი, ეს ჩემი ტელეფონია..." და, აუცილებლად, თუ მოახერხებთ, უნდა გამოართვათ ტელეფონი. არ მგონია ქართველმა კაცმა ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვას - სულ რომ ნიანგი ედგას წინ, თუ ის თავისუფალია, ტელეფონების გაცვლის შემდეგ დარეკავს.

გაცნობა, რომელიც პირველივე საღამოს სექსით მთავრდება, სერიოზულად დააფიქრებს ქართველ მამაკაცებს ქალის "პატიოსნებაზე" და ავტომატურად "სათადარიგო ნაშას" რანგში გადაყავს ის. ნუ, თუ არ "გამო*ლევდა" - როგორც შემდგომში ძმაკაცები ზურგს უკან მოიხსენიებენ, ან სახეში ახლიან.. თუმცაღა არის შემთხვევები, როდესაც კაცი კაპიტულაციას აცხადებს და ცოლადაც მოჰყავს, მაგრამ ამისთვის უკვე უნდა ვიცოდეთ მამაკაცის სოციალური მდგომარეობა, ხასიათი, "სტერვა" ქალი "აგიჟებს", თუ მორჩილი "კნუტი" და ჭკვიანი ქალი. თუ მის მიზანს წარმოადგენს მამაკაცის საბოლოო "დაპყრობა", სქემის მიხედვით მოიქცევა.

ყოველდღიური კონტაქტის დროს მარტივია, ძალიან მარტივია მამაკაცის "დაკერვა". ამ შემთხვევაშიც გააჩნია, რა გვაინტერესებს: უბრალოდ ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებს თუ ცოლობა გვინდა...შესაბამისად, ვიცმევთ: პირველ შემთხვევაში: სექსუალურად ან შედარებით პურიტანულად; ვიქცევით შესაბამისად - ნაკლები და მეტი დისტანციით...საყურადღებოა, რომ რაც უფრო მცირეა დისტანცია დიალოგის და კონტაქტის დროს, ან კონტაქტი ხელით, თვალებით, თეძოების "უნებლიე" შეხებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ მამაკაცი მიხვდეს - რა გვსურს მისგან. ასევე, პირველ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების სტილი მის ხასიათზე ეწყობა – დავდივართ შესვენებებზე, გვიყვარს ის საჭმელი, რაც უყვარს მას, გვიყვარს ის სასმელი (ლუდი ძირითადად) და "ვგიჟდებით" ფეხბურთზე/რაგბიზე/კალათბურთზე და ყველანაირად ვცდილობთ იმ "სასტავში" მოვხვდეთ, რომელშიც სტუმრობს ასეთ ღონისძიებებს...ანუ ვცდილობთ ყველანაირად საერთო ინტერესები გვქონდეს, რომ მამაკაცი მიხვდეს, რომ ნამდვილი, უტყუარი "ძმაკაცი" ყავს და რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი უპრეტენზიო ქალი სახლში! ამაში მეგობრები დაარწმუნებენ და..გისურვებთ ბედნიერ საოჯახო იდილიას...

არის ერთი ოქროს წესი: სამსახურში სექსი  არ არის რეკომენდირებული, მით უმეტეს, თუ მამაკაცი თქვენი ბოსია ან თქვენ ხართ მისი ბოსი...

ასევე დაგაინტერესებთ: სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები

შედეგებზე აღარ ვისაუბრებ, ადვილად მოსაფიქრებელია, რა მოყვება ამას... რაც შეეხება სერიოზულ მიდგომას: მამაკაცებს უყვართ წარმატებული და დამოუკიდებელი ქალები. ყველა მამაკაცს მალევე ბეზრდება მოწუწუნე ქალი - ის მიყიდე, ეს მიყიდე, ბავშვი გაიყვანე, გაასეირნე,- გამონაკლისების გარდა...ეს კლიშე - ქალი "კუხნაში" - მოჩვენებითია...ჩვენს კაცებს სექსიც უყვართ და ოპტიმისტი დინამიური ქალები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებასაც ითხოვენ და თვითონვე გადაადგილდებიან და უმკლავდებიან პრობლემებს...ეს ყოველთვის ამართლებს - ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ სექსის გარდა, კიდევ რაღაცაში გვადგებიან. თუ ვაწუწუნებთ შეხვედრებზე, ტელეფონს დროდადრო გავთიშავთ და საერთოდ იგნორირებას მოვახდენთ და პირველივე საღამოს შეყვარებული თვალებით არ ვუყურებთ და სექსის შესაძლებლობას შეძლებისდაგვარად დიდხანს გავჭიმავთ - რამდენიმე პაემანზე მაინც, მამაკაცის ინტერესი იმდენად გაიზრდება, რომ თითქმის "შეუყვარდებით".... განსაკუთრებით ქალებს უყვართ დაქალების ბოი ფრენდები, დაქალების ქმრები, დაქალების ძმები...რაც უფრო ახლოსაა ობიექტი მარტოხელა ქალთან და რაც უფრო ბედნიერია მისი მეგობარი ქალი, მით უფრო იხიბლება მისი დაქალი ქმრით, ბოიფრენდით თუ ძმით...ასე რომ, ყველაზე ხშირი შემთხვევა "პირატული" მეთოდით კაცის დაპყრობის არის უახლოესი მეგობრისგან მისი "აწაპვნა" . აკრძალული მეთოდებიდან ასევე, ხშირია, წარმატებული ქალის განსახიერება. ამ შემთხვევაში სუსტი მამაკაცები იხიბლებიან ქალის თითქმის "შეუზღუდავი" "შესაძლებებით". სხვა შემთხვევაა ქალის "შეცოდების" ხრიკი - მისი "უკიდურესი" "სისუსტე" და მამაკაცზე დამოკიდებულება... ზოგი საერთოდ შავ მაგიას მიმართავს, ზოგი კი ისეთი "ღვთისმოსავია" (არჩეული სტრატეგიის მიხედვით) რომ ვერ მიუდგები, ქორწინების მოწმობის და მშობლების გაცნობის და "ნიშნობის" გარანტიის გარეშე... ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად და ფხიზლად იყავით - იქ, სადაც გათვლაა და არ არის სიყვარული, ან ლტოლვა მაინც - თანაცხოვრება კოშმარად იქცევა...ან ურთიერთობა მალევე წყდება.

– თავად რითი აწონებ თავს მამაკაცებს?

– მე მხოლოდ ყველაზე ძლიერი ეგზემპლარები მაინტერესებს, რომანტიკული შეხვედრის მომხრე ვარ, დაშორება წამიერია - ამიტომ ჩემს გვერდით მაქსიმალური გაცნობის პერიოდით თუ ჭაჭანებს ვინმე...შემდეგ - ნახვამდის, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, თუმცა ისტერიკაც კარგი ვიცი, დაუვიწყარი, თუ მოვინდომე, თქვენ თავს დააბრალეთ. თუ ქალს არ აინტერესებთ - უფრო ორიგინალურები, უფრო მამაკაცურები, უფრო რომანტიკულები, უფრო წარმატებულები უნდა იყოთ, რომ დააინტერესოთ. ისევ ინსტინქტებზე - ნუ მოინდომეთ, რომ ქალმა გაჩუქოთ მსოფლიო. ეს მამაკაცების პრეროგატივაა - გვაჩუქონ მზე, მთვარე, ვარსკვლავები და მსოფლიო ჩვენს ფერხთ დადონ. ქალბატონებო, ნუ გავიწყდებათ, საყვარლებო, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები, ცხოვრების ურთულეს სიტუაციაშიც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი ყირამალა მიდის! ჩვენ, ცხოვრების ყვავილები, ვიმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს! 21- საუკუნეა, იყავით დამოუკიდებლები - მეტი მუშაობა, მეტი თავის მოვლა, ვარჯიში, მეტი თავდაჯერებულობა და ყველა მამაკაცი ჩვენია! თუ მუშობა გეზარებათ - იხილეთ "პირატული" მეთოდები ზემოთ...თუმცა მე არასოდეს ეს მეთოდები არ დამჭირვებია, თქვენგან და მამაკაცების მონაყოლით ვიცი ეს ყველაფერი.... წარმატებებს გისურვებთ "პატიოსანო ბედნიერების მაძიებელო ქალებო".

თამუნა მუსერიძე

– ვერ ვიქნები თქვენთვის კარგი რესპდენტი, რადგან კაცი მე თვითონ არასოდეს დამიკერია.

– რატომ? მაგარი გოგო ხარ?

– არ ვამბობ, რომ მაგარი გოგო ვარ, ალბათ, გარკვეული სახის კომპლექსი მაქვს, სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სათანადო რეაქცია არ მოჰყვება და ვიქნები დამცირებული. ალბათ, ბევრჯერ წამიგია ამის გამო.

– ადვილად შეიძლება ქართველი კაცის "დაკერვა"?

– ქართველი კაცი ადვილად არ იკერება, რადგან ქალები უკვე ისე აქტიურობენ, რომ მამაკაცს აღარ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა ქალის გულის მოსაგებად. პირიქით, არჩევანის დიდი საშუალება აქვთ მამაკაცებს. რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლები უთავმოყვარონი გახდნენ. ერთი ღამის ურთიერთობა პრობლემას არავისთვის წარმოადგენს, რადგან გოგონები ფიქრობენ, თუ გაცნობისთანავე დათანხმდება მამაკაცს სექსზე, ის მთელი ცხოვრება მისი იქნება. არის მეორე უკიდურესობა, კაცმა როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენოს, ქალები ხმას არ იღებენ და პატიობენ. ეს, ალბათ, გენდერულმა თანასწორობამ მოიტანა. ზედმეტი მოგვივიდა და ყველაფერი ჩვენი ბრალია. ქალი, რომელსაც მამაკაცის ფუნქციები აქვს აღებული ოჯახშიც და სამსახურშიც, ის სიყვარულშიც დომინანტის როლს ითავსებს. გვინდოდა გენდერული თანასწორობა? ახლა უკვე პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება