"სნაიპერი ვარ და გარშემო ყველას ვანადგურებ" - გიორგი ნაზღაიძის ახალი ამპლუა

"სნაიპერი ვარ და გარშემო ყველას ვანადგურებ" - გიორგი ნაზღაიძის ახალი ამპლუა

მას მერე, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთ-ერთი ცეკვით ჯეიმს ბონდი განასახიერა, პროექტის დატოვებაც მოუხდა. შოუდან გამოვარდნიდან კვირაც არ გასულა და ფილმში მიუწვევიათ - გიორგი ნაზღაიძეს კინოში იღებენ.

ვინ მიიწვია? ვინ არის რეჟისორი? რა ჰქვია ფილმს? - ამ ყველაფრის შესახებ არაფერს ამბობს, ჯერჯერობით საიდუმლოა, მალე ყველაფერს გაიგებთო. თუმცა იმას არ მალავს, რომ სნაიპერის როლს თამაშობს და ისეთი საზიზღარი ვარ, გარშემო არავის ვინდობ და ვაჭაჭანებ, ყველას ვანადგურებო...

"ფეისბუქის" პირად გვერდზე გადასაღებ მოედანზე გადაღებული უკვე იმდენი ფოტო აქვს ატვირთული, ფაქტია, ძალიანაც მოსწონს ახალი ამპლუა. მოკლედ, ნაზღაიძე დროს არ კარგავს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება