როგოზინის თვითმფრინავი უკრაინამ თავის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა

როგოზინის თვითმფრინავი უკრაინამ თავის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა

რუსეთის მთავრობის ვიცეპრემიერის, დიმიტრი როგოზინის თვითმფრინავი, რომელიც კიშინოვში მიფრინავდა, უკრაინის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

"იმის გამო, რომ უკრაინა თავის საჰაერო სივრცეში არ გვიშვებს, კიშინოვამდე 4.5 საათი უნდა ვიფრინოთ ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით. კიდევ კარგი, უკრაინა რუსეთი არ არის, თორემ მის გარშემო შემოფრენას 20 საათი დასჭირდებოდა", - წერს როგოზინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

აპრილის ბოლოს როგოზინმა განაცხადა, რომ გამარჯვების დღე დნესტრისპირეთში - ტირასპოლში უნდა აღნიშნოს.

მომზადებულია interfax-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა