კიევში, ცენტრალური ტელეანძის გვირაბში გაჩენილი ხანძრის გამო, რამდენიმე უკრაინული ტელეარხი და რადიოსადგური გაითიშა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად თავად ტელეანძა არ დაზიანებულა და მხოლოდ გვირაბში მდებარე კაბელები დაიწვა.
ამასთან, უცნობია ხანძის გამომწვევი მიზეზები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტელეანძას უცნობმა პირებმა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.