ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა

ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა

აპრილის ბოლოს საფრანგეთში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართველები ფინალში რუსებს დაუპირისპირდნენ და გაიმარჯვეს.

ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონი ჩემპიონატის საუკეთესო ილეთად დასახელდა. სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენთან შეხვედრა, მისი დაძაბული რეჟიმის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ.

- ავთანდილ, ძიუდოისტობა რატომ გადაწყვიტე?

- ბიძა მყავს მოჭიდავე. ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ერთმანეთთან გვაჭიდავებდა. სულ ვამბობდი, მოჭიდავე უნდა გამოვიდე-მეთქი. ცხრა წლის რომ გავხდი, ტანვარჯიშზე შემიყვანეს. ეს არ მომწონდა, მაგრამ ბიძაჩემმა იცოდა, რომ ტანვარჯიშზე სიარული სპორტის ყველა სახეობაში გამომადგებოდა. ტანვარჯიში ისეთი სპორტია, სკოლაში "აი იას" რომ გასწავლიან. პირველი კლასია სპორტში, რომლის გავლაც აუცილებელია. სპორტის ამ სახეობაში ისეთი ვარჯიშებია, რაც ძალიან გეხმარება, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.

თერთმეტი წლის რომ გავხდი, ძიუდოზე გადასვლა გადავწყვიტე. თავიდან სულ ვაგებდი. ვარჯიშზე ბებიას დავყავდი და ამბობდნენ, რაღას ვაწვალებთ ამ ბავშვს, ამდენს ვარჯიშობს და აგებსო. სამი-ოთხი წელი შეჯიბრება არ მქონდა მოგებული. ძალიან მონდომებული ვიყავი. სულ ვვარჯიშობდი და ყოველთვის მჯეროდა, რომ გამარჯვებას მოვიპოვებდი.

პირველი გამარჯვება თხუთმეტი წლის ასაკში მოვიდა. შედეგი კი გავაუმჯობესე, მაგრამ მაინც გული მწყდებოდა, რომ პირველ ადგილზე ვერ გავდიოდი. ჩვიდმეტი წლისა საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მერე საქართველოს ჩემპიონატი აღარ წამიგია.

- ძმა შენი მენეჯერია და შენთან შეხვედრაში ძალიან დაგვეხმარა. ის რატომ არ გაჰყვა სპორტს?…

- მე და თემომ თავიდან ერთად დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ მარტო ერთი წელი ივარჯიშა, მერე თქვა, სწავლა მინდაო და სწავლას მიჰყო ხელი. მშობლებმაც არ დააძალეს.

პირიქით, მეც მეუბნებოდნენ, ისწავლე, ვარჯიშს თავი დაანებე, მაინც არაფერი გამოდისო. ძმას ჩემგან განსხვავებული ინტერესები აქვს. წელს ამთავრებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტს. პოლიტიკაში იყო ჩართული, ახლა ჩამოშორდა ამ სფეროს.

- ძიუდოში ვარჯიში სწავლაში ხელს გიშლიდა?

- გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში დავიწყე სწავლა. მეოთხე კლასიდან თბილისში სპორტულ სკოლაში გადავედი, 183-ე სკოლა დავამთავრე. სპორტული ჯგუფი ბოლო კლასებში გაუქმდა, მაგრამ ისეთი დამრიგებელი მყავდა, რომ ყველანაირად მიგებდა და ხელს მიწყობდა, რადგან ხედავდა, როგორი მონდომებით ვვარჯიშობდი. სულ მეუბნებოდა, ივარჯიშე და ყველანაირად ხელს შეგიწყობო. მისი დამსახურებაა, რომ სკოლა დავამთავრე. მერე მთლიანად სპორტს გავყევი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება