რატომ არ აპირებს რამდენიმე წელი იოანე არაბული თავის რჩეულზე დაქორწინებას

რატომ არ აპირებს რამდენიმე წელი იოანე არაბული თავის რჩეულზე დაქორწინებას

გასულ კვირას პროექტ ''ერთი-ერთში'' იოანე არაბულის სტეფანედ გარდასახვამ ყველა აღაფრთოვანა. იოანეს სტეფანეს სიმღერის შესრულება არ გასჭირვებია, რადგან მასთან დიდი ხანია მეგობრობს და მის შემოქმედებას კარგად იცნობს.

- იოანე არაა გავრცელებული სახელი. ასეთი იშვიათი სახელი რატომ დაგარქვეს?

- მამა ხშირად დადიოდა მონასტერში. დედა რომ ფეხმძიმედ იყო, შიომღვიმეში წავიდა. თქვა, გადავშლი ბიბლიას და პირველ სახელს, რაც შემხვდება, შვილს დავარქმევო. ორჯერ გადაშალა ამ მიზნით ბიბლია და ორჯერვე იოანე ნათლისმცემლის სახელი შეხვდა. დამარქვეს იოანე.

- გაქვს მეტსახელი?

- მეგობრები მარტივად - იოს მეძახიან.

- მუსიკის გარდა სხვა პროფესიას ეუფლები?

- ოფიციალურად პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური მაქვს აღებული. გეოდეზიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ამ სპეციალობის ადამიანები მიწის ქანებს შეისწავლიან. მისაღებ გამოცდებზე პირველად რა ფაკულტეტიც მეწერა, ვერ მოვხვდი და ''გეპეიში'' შემთხვევით აღმოვჩნდი. მომავალში აუცილებლად მინდა გავაგრძელო სწავლა საზღვარგარეთ, მუსიკის განხრით.

- ''ახალ ხმაში'' სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის გუნდის წევრი იყავი. ეს პროექტი როგორ გახსენდება?

- ზოგადად, არაკომერციული მომღერალი ვარ, ეს ყველამ იცის, ვინც ჩემს სიმღერებს უსმენს. მსგავსი ტიპის შოუები ჩემთვის არაა, მაგრამ სცენა ძალიან მიყვარს და იმიტომ მივიღე მონაწილეობა ''ვოისშიც'' და ''ერთი ერთში'' მონაწილეობასაც იმიტომ დავთანხმდი. ''ახალი ხმა'' ძალიან კარგად მახსენდება, ამ პროექტიდან გამიცნო მაყურებელმა. ''ახალ ხმაში'' ვმუშაობდით და თან ძალიან მაგარ დროს ვატარებდით. იგივე ხდება ''ერთი ერთშიც''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება