როგორ გამოიყურებოდა "ევროვიზიის" კონკურსანტი კონჩიტა, ვიდრე ქალად გარდაიქმნებოდა

როგორ გამოიყურებოდა "ევროვიზიის" კონკურსანტი კონჩიტა, ვიდრე ქალად გარდაიქმნებოდა

"ევროვიზიის" 25 წლის კონკურსანტმა, კონჩიტა ვურსტმა, იგივე ტომას ნოივირტმა აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი იმიჯით აღაშფოთა. მან "ევროვიზიის" მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა, მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.

ხალხი დაინტერესდა, თუ როგორ გამოიყურებოდა კონჩიტა, ვიდრე ქალად გარდაიქმნებოდა. ჟურნალმა OK-მ კონჩიტას ფოტო გამოაქვეყნა.

კონჩიტას საერთაშორისო კონკურსზე გამოჩენას ხალხის გარკვეული ჯგუფის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. წელს მის წინააღმდეგ რუსეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კონჩიტას დასავლეთის დეგრადაციის მაგალითს უწოდებენ. ბელორუსში აქტივისტებმა ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, კონკურსის გაშუქებისას, მისი გამოსვლის მონაკვეთის რედაქტირება გაეკეთებინათ. რუსმა კანონმდებელმა, ვიტალი მილონოვმა ავსტრიელი კონკურსანტი "ჰომოსექსუალიზმისა და სულიერი ხრწნის აშკარა პროპაგანდაში" დაადანაშაულა.

მას გულთბილად არც თანამემამულეები ხვდებიან; 2013 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვურსტი კონკურსზე ავსტრიას წარადგენდა, ამ ფაქტს ადგილობრივებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 4 დღის შემდეგ გაიხსნა "ფეისბუქის" გვერდი, სადაც მომღერლის წინააღმდეგ ე.წ. "ანტი-ვურსტი" კამპანია დაიწყო - გვერდი 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დაალაიქა და ამ გზით გამოხატა პროტესტი კონკურსანტის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გაღიზიანდნენ ბელორუსსა და რუსეთში, სადაც სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ამ პერფორმანსით ევროვიზია სოდომის ბუდეში ჩავარდება".

მომზადებულია OK-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: - "ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება