"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"

"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"

8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა... ამ ფაქტმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია.. თავისი მოსაზრება ცნობილმა მომღერალმა - ბუბა კიკაბიძემ გაგვიზიარა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ კონკურსს სწორედ ქართველები მოიგებდნენ.

ბუბა კიკაბიძე:

- ევროვიზიაზე ქართველების გამოსვლას ვუყურე და მეტი არ შეიძლება, იმდენად მომეწონა...

- საქართველო ყოველთვის სერიოზულად ემზადება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის წარუმატებლად გამოვდივართ...

- ჩემი აზრით, ჩვენებზე კარგად იქ არავის უმღერია. უბრალოდ, იქ ზარებია გადამწყვეტი და ჩვენ ზარების საკმარის რაოდენობას ვერასოდეს დავაგროვებთ.

- აზრი აქვს, ისევ მივიღოთ მონაწილეობა?

- მე თუ ვინმე მკითხავს, არანაირი აზრი არ აქვს, ან თუ ბევრი ფული გვაქვს, ვყაროთ, რა გვენაღვლება. კიდევ ვიმეორებ, რომ არანაირი ღირებულების კონკურსი არ არის. არასდროს მომწონდა ეგ ევროვიზია, მაგრამ ვინც მიდის, მათ უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა წასვლა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება