ორსული მილა კუნისი კიტრის მწნილზე გიჟდება

ორსული მილა კუნისი კიტრის მწნილზე გიჟდება

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მილა კუნისი თავის ფეხმძიმობის შესახებ საჯაროდ პირველად ალაპარაკდა. მსახიობი ელენ დეჯენერის პოპულარულ ტელეშოუში წარსდგა და მაყურებელს ორსულობით გამოწვეული უცნაური სურვილების შესახებ უამბო. საუბრის თემა ძირითადად, საკვებთან იყო დაკავშირებული, რადგან მილას თურმე სწორედ საჭმლის მიმართ დაეწყო უცნაური გატაცებები.

მსახიობის თქმით, ბავშვის მამა ეშთონ კატჩერი წინასწარ მოემზადა ფეხმძიმე პარტნიორის გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად და ოჯახში მეორე, უფრო დიდი მაცივარი შეიძინა. ორივე მაცივარი მუდმივად გამოვსებულია ათასგვარი სასუსნავით, განსაკუთრებით დამწნილებული პროდუქტით, რაც ორსულების ყველაზე ხშიური გატაცებაა.

"გასულ კვირას სიგიჟემდე მომინდა კიტრის მწნილი. ეშტონმა კი რამდენიმე წამში მომირბენინა მსოფლიოში ყველაზე გემრიელად დამწნილებული კიტრი" - განაცხადა მსახიობმა ტელეშოუში და ამჯერადაც პირდაპიურ სტუდიაში მიურბენინეს კიტრის მარინადი. მილაც იქვე შეექცა მნილს და მაყურებელს ისიც გაუმხილა, რომ ბუნებრივი მშობიარობის მომხრეა და არც გაუტკივარების გამოყენებას აპირებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

ნახეთ ვიდეო: მილა კუნისმა საკუთარ ორსულობაზე პირველად ისაუბრა

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება