ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია

ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია

15 თებერვალს, მირქმას, ია შუღლიაშვილი ბებია გახდა. ირაკლი მისი პირველი შვილიშვილია. მისი მშობლები დათო თავაძე და ნინო ბოჭორიშვილი არიან. მსახიობს ამ და სხვა მიმდინარე სიახლეების შესახებ გავესაუბრეთ...

- უპირველესად გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას. ქალბატონო ია, თუ არ ვცდები, თქვენი უფროსი შვილი დათო მუსიკოსია...

- არა, დათო პროფესიით ეკონომისტია, უბრალოდ, მუსიკას ბავშვობიდან ემსახურება და მოგვიანებით რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. ამჟამად ორი ჯგუფის წევრია ერთს ''ვინდოუ'', ანუ ''ფანჯარა'' ჰქვია და მეორეა ''თბილი-სი''. ორივე ჯგუფში ის ფლეიტაზე უკრავს.

- როგორი ბიჭია თქვენი შვილიშვილი ირაკლი?

- კარგი ზნის ბავშვია. მოგეხსენებათ, დღეს ჰიპერაქტიური და მოუსვენარი თაობა მოდის, მგონი, ირაკლი ასეთი არ იქნება. ძალიან ჰგავს დათოს, მამამისს. როგორც გარეგნულად, ისე ''შინაარსითაც'', ხასიათს ვგულისხმობ (იღიმის). ალბათ ყველა ბებიისთვის თავისი შვილიშვილია საყვარელი და მეც არ ვიქნები გამონაკლისი, თუ იმავეს ვიტყვი. ირაკლი ჩემი პირველი შვილიშვილია და პირველი განცდები მაკავშირებს. შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა მაქვს მის მიმართ, მაგრამ ძალიან მიყვარს.

- ერთად ცხოვრობთ?

- არა. დათო და ნინო ცალკე ცხოვრობენ. ნინო სტუდენტია და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მე ყოველდღე მივდივარ მათთან და ბავშვს ვნახულობ. როგორც კი დრო მაქვს, მათთან გავრბივარ. ამის გამო მეგობრების წრეს მოვწყდი და ისინი მოვიმდურე.

- დედათქვენი, ინოლა გურგულია რომ გარდაიცვალა, 10 წლის იყავით და შესაბამისად, თქვენი შვილები ბებიას ვერ მოესწრნენ...

- დიახ. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ინოლა ბებიობას საერთოდ ვერ მოესწრო. უფრო რომ დავაკონკრეტო, გეტყვით, როცა ჩემს უფროს ძმას, მამუკას, პირველი შვილი გაუჩნდა, დედა ორ კვირაში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ინოლა ძალიან კარგი ბებია იქნებოდა, ისეთივე მოსიყვარულე შვილიშვილებთან, როგორიც ჩვენთან იყო. მგონია, რომ მათ უფრო მეტად შეაყვარებდა სიმღერას. დღეს ჩვენი შვილები ნაკლებად არიან ჩართული სიმღერაში, ვიდრე ჩვენ. როგორც ჩანს, ამაში ინოლას დიდი წვლილი მიუძღოდა.

- თავად თუ უმღერით შვილიშვილს?

- დიახ, ვუმღერი და მიცინის ხოლმე. შევეცდები, ირაკლის მუსიკა შევაყვარო. დათოს უყვარდა და პატარაობიდან მღეროდა. 4 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა საახალწლო საღამოში. ჩემს უმცროს შვილ ანდრიას, რომელიც 9 წლისაა, სიმღერა არ უყვარს. მას სპორტი იტაცებს. განსაკუთრებით კარატე მოსწონს და ბიძა გეგმავს, რომ ირაკლი დიდ კარატისტად გაზარდოს (იღიმის).

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება