სალომე გოგიაშვილის მესამე მეუღლე და პირველი საერთო შვილი საყვარელ მამაკაცთან - ტელეწამყვანი პირადზე საუბრობს

სალომე გოგიაშვილის მესამე მეუღლე და პირველი საერთო შვილი საყვარელ მამაკაცთან - ტელეწამყვანი პირადზე საუბრობს

სალომე გოგიაშვილსა და მის მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს, ორიოდ თვის წინ, 19 თებერვალს, შვილი, ირაკლი შეეძინათ. სალომეს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი ჰყავს, მაშო და ციბუკა. ვახოსაც ჰყავს შვილები. ირაკლი ნიკოლაიშვილი კი წყვილის პირველი საერთო შვილია. როცა სალომეს ვკითხეთ, უნდა თუ არა კიდევ ბავშვის გაჩენა, თავიდან ღიმილით გვიპასუხა, შემდეგ კი არ გამორიცხა, თუ დავფეხმძიმდები, აუცილებლად გავაჩენო. პატარა ირაკლი სხვა ნათლიებთან ერთად, როგორც მესამე შვილი, პატრიარქმა მონათლა, რითაც სალომე ძალიან ბედნიერია.

- ვიცი, რომ პატარა უკვე მონათლეთ. ვინ იყვნენ ნათლიები?

- ირაკლის ნათლია გახლდათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. რასაკვირველია, ჩვენი მეჯვარეები, ჩემი მხრიდან - ია ფარულავა და ჯაბა კილაძე, მეუღლის მხრიდან - ირაკლი ლაბაძე, ირაკლი ჩხიკვიშვილი და გურო გადაბაძე. გარდა ამისა, მე დამემატა ჩემი მეგობარი, მაიკო გუგუშვილი. ასე რომ, მთლიანობაში ჩვენს შვილს შვიდი ნათლია ჰყავს. მაშოსა და ციბუკასაც იმავე რაოდენობის ნათლია ჰყავთ. მოკლედ, არც ერთ ჩემს მეობარს გული არ დავწყვიტე (იღიმის). გამონაკლისი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც თავად უნდა, რომ მეჯვარედ წამიყვანოს და მათგან დასვენებული ვარ (იცინის).

- შენთვის დედობის შეგრძნება უცხო ნამდვილად არ არის. ახლა, როცა ამ ასაკში გააჩინე, განსხვავებული გრძნობაა?

- შეგრძნება სიყვარულის თვალსაზრისით ზუსტად იგივეა, რადგან იმავენაირად ვარ გაგიჟებული, როგორც ადრე ვიყავი. განსხვავება ისაა, რომ ირაკლის ჰყავს და-ძმა, რომელთაც ის ძალიან უყვართ. ასევე მის გარშემო ძალიან ბევრი მოყვარული ადამიანი ტრიალებს. ვერ ვიტყვი, რომ დედობა ახალი აღმოჩენაა ჩემთვის, რადგან ასე ნამდვილად არ არის.

- ბავშვები კარგად შეხვდნენ ამ ყველაფერს, როგორც ჩანს...

- დღეს მეუბნებოდა მაშო, ჩემი უფროსი შვილი, რომ როცა ვაჩენდი, ინგლისურის გაკვეთილზე იყო და ძალიან ნერვიულობდა. ის დიდივით შეხვდა. არ ეჭვიანობენ, ერთადერთი, ციბუკა მეკი-თხება ხოლმე, მაინც უფრო მეტად რომელი გიყვარსო. ეს ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ირაკლის მიმართ ბოროტი ზრახვები ნამდვილად არ ამოძრავებს (იღიმის).

- არ გიჭირს სამი ბავშვის მოვლა?

- მყავს ქალი, რომელიც მეხმარება, ის ჩემთან ცხოვრობს და საქმეს მიმსუბუქებს. ირაკლის ისეთი ასაკი აქვს, რომ ღამე არ სძინავს და თავისი გრაფიკი ჩამოყალიბებული არ აქვს, ამიტომაც მიჭირს. 19 წლის ვიყავი, მაშო რომ გავაჩინე და იმასთან შედარებით, ბევრად ნაკლები ენერგია მაქვს. ჩემს შვილებს ყურადღება სჭირდებათ, სკოლაში წაყვანა, გაკვეთილებზე ტარება, რაც მაშოს დროს არ იყო. რა თქმა უნდა, ნაკლებად ვიღლები, რადგან მყავს დამხმარე ადამიანი. ასევე ძალიან მეხმარება ვახო, არის დღეები, როდესაც სახლში სრულიად მარტოები ვართ. თუკი მე ზედმეტად გადაღლილი ვარ, ვახო აჭმევს, აცმევს და ართობს.

- თავადაც ჰყავს შვილები, არა?

- ჰყავს, ისინი უკვე დიდები არიან და ხომ იცი, როგორ ხდება. ერთი წელიც რომ გადის, უკვე გავიწყდება ბავშვის მოვლის დეტალები. თანაც, ყოველ წელს ამ კუთხით სიახლეებია. ისე გამოდის, რომ ყველაფრის თავიდან სწავლა გიწევს, მაგრამ ამ კალაპოტში მეც და ვახოც უკვე ჩავჯექით.

- გარეგნულად ბევრჯერ შეიცვლება, მაგრამ მაინც შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, ვის ჰგავს.

- როცა გაჩნდა, ვახოს ასლი იყო. მერე თითქოს მე დამემსგავსა. ვახოს ჰყავს ძმა, რომლის პატარაობასაც ძალიან ამსგავსებენ იკაკოს. ბავშვი არის ქერა და ლურჯთვალება. დედაჩემი ღია ფერისაა და ცოტა მასაც ვამსგავსებ. ყველას ცოტ-ცოტა გვგავს, ასე ვთქვათ, არავის გვაწყენინა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვახოს ჰგავს.

- სახელად ირაკლი ვინმეს პატივსაცემად შეურჩიე? ახლა უფრო მოდურია ძველი ქართული სახელების დარქმევა.

- არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ძველი სახელებიდან ვერ ამოვარჩიე ისეთი, რომელიც ჩემთვისაც მოსაწონი იქნებოდა. თანაც, რატომღაც ძალიან ვიყავი დარწმუნებული, რომ გოგონა მეყოლებოდა და ვარქმევდი დედაჩემის სახელს, თიკოს. 4 თვემდე ასე ვიცოდი, სანამ სქესს გავიგებდი. ერთ ღამეს დამესიზმრა ჩემი უახლოესი მეგობარი, ზუზუ, ირაკლი აბულაძე, რომელმაც მითხრა, ბიჭი გყავსო. მეორე დღეს ექოსკოპიაზე გავიქეცი და იქ მითხრეს, გოგონა გყავსო. ჩავთვალე, ირაკლი უბრალოდ იმიტომ დამესიზმრა, რომ ძალიან მენატრება... რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ექოზე გადასამოწმებლად რომ მივედი, მითხრეს, ბიჭი გყავსო. არ შემეძლო, ირაკლი არ დამერქმია

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება