სად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს სტე­ფა­ნე და "იქს ფაქ­ტო­რის" ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რი მო­ნა­წი­ლე

 სად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს სტე­ფა­ნე და "იქს ფაქ­ტო­რის" ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რი მო­ნა­წი­ლე

37 წლის არი­ელ აფ­ცი­ა­უ­რი "იქს ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე შვი­ლის წყა­ლო­ბით მოხ­ვ­და. მი­სი 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლიც ამა­ვე პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სწო­რედ მი­სი თხოვ­ნით სცა­და ბე­დი დე­და­მაც. შვი­ლი შემ­დეგ ტურ­ში ვერ გა­და­ვი­და, ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რად ჩაც­მულ­მა მომ­ღე­რალ­მა კი კონ­კუ­რენ­ტე­ბი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა და პრო­ექ­ტის მე­სა­მე ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

ქა­ლი ლაბ­რა­დო­რით თამ­თა გო­დუ­ა­ძის ჯგუფ­ში, 25 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად მოხ­ვ­და. წინ შემ­დე­გი ტუ­რია, სა­დაც მწვრთნელ­მა ანუ ჟი­უ­რის წევ­რ­მა ათი­დან ოთხი კონ­კურ­სან­ტი უნ­და და­ი­ტო­ვოს გუნ­დ­ში. მა­ნამ­დე არი­ელს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თ­ვი. სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და.

-  უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი გაქვს, ვინ და­გარ­ქ­ვა?

-  ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის სა­ხე­ლი - ხა­თუ­ნაა. არას­დ­როს მომ­წონ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დი სხვა სა­ხელს, ხან რას ვირ­ქ­მევ­დი და ხან - რას. სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა, რთუ­ლად გა­მო­სათ­ქ­მე­ლია "ხა­თუ­ნა". "ა­რი­ე­ლი" უკ­რა­ი­ნელ­მა გო­გო­ნამ და­მარ­ქ­ვა. და­მი­ნა­ხა და პირ­და­პირ და­მი­ძა­ხა, არი­ელ! მულ­ტ­ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟია, ქალ­თევ­ზა. მომ­წონს, სას­ცე­ნო სა­ხე­ლად ავი­ღე.

-  რამ­დე­ნი წლის ხარ?

-  37-ის. მე­გობ­რე­ბი მეჩხუ­ბე­ბი­ან, ნუ ამ­ბობ ასაკ­სო, მაგ­რამ არას­დ­როს დავ­მა­ლავ მა­ინც. მი­ხა­რია, ასაკ­თან შე­და­რე­ბით უკეთ რომ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. მინ­და ვი­ყო მა­გა­ლი­თი სხვა ქა­ლე­ბის­თ­ვის. ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვის მოვ­ლა. ცო­ტა ხა­ჭა­პუ­რი რომ გა­მო­აცხონ და მე­ტი ივარ­ჯი­შონ, სულ ფორ­მა­ში იქ­ნე­ბი­ან. მხო­ლოდ ფე­რ-უმა­რილ­ში არ არის სი­ლა­მა­ზე. მთა­ვა­რი - ვარ­ჯი­შია, ცურ­ვა. ფი­ზი­კუ­რად თუ ხარ ძლი­ე­რი, უკ­ვე 20 წლის ხდე­ბი.

-  შენ რამ­დე­ნი წლის ხარ ახ­ლა?

-  25-მდე (ი­ღი­მე­ბა).

-  რა პრო­ფე­სი­ის ხარ?

-  ბევრ რა­მეს მი­ვედ-მო­ვე­დე ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მუ­სი­კას­თან ვბრუნ­დე­ბი. გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ. საზღ­ვარ­გა­რეთ და­ვამ­თავ­რე ეს ფა­კულ­ტე­ტი. ვსწავ­ლობ­დი თბი­ლის­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის გან­ხ­რით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ მი­ვიყ­ვა­ნე სწავ­ლა. დიპ­ლო­მიც არ მაქვს. გავ­თხოვ­დი, შვი­ლი მყავ­და პა­ტა­რა და... მე­რე და­ვამ­თავ­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი - მე­ნეჯ­მენ­ტი. სა­ნამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წა­ვი­დო­დი, ვმღე­რო­დი ჯგუფ­ში "ბერ­მუ­ხა". კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი. სო­ლო კონ­ცერ­ტიც გვქონ­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში 2006 წელს. მაგ­რამ ცუ­დი დრო იყო, მუ­სი­კით ფუ­ლის კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუ მა­ნამ­დე მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფა­ზე ვცხოვ­რობ­დი, 27 წლის გო­გოს­თ­ვის ეს ცო­ტა უხერ­ხუ­ლად მი­მაჩ­ნ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­ვიც­ვი და წა­ვე­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. ძი­რი­თა­დად შო­უ­ე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი.

-  უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა რთუ­ლია. მძი­მე პე­რი­ო­დე­ბიც იყო ალ­ბათ შენს ცხოვ­რე­ბა­ში.

-  რა თქმა უნ­და. იქ არა­ვინ არ ხარ, შე­ნით უნ­და გა­ი­ტა­ნო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა, აგ­დე­ბუ­ლა­დაც მოგ­მარ­თოს, მაგ­რამ უნ­და მო­ით­მი­ნო. ეს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თ­ვის. მა­ნამ­დე გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გაზ­რ­დი­ლი თბი­ლი­სე­ლი გო­გო ვი­ყა­ვი; ამ­ბი­ცი­უ­რიც. გა­მო­მად­გა ეს პე­რი­ო­დი, სხვა­ნა­ი­რი გავ­ხ­დი.

-  შე­ნი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ნი აღ­ზ­რ­დი­დან მო­დის? ასე აღ­გ­ზარ­დეს?

-  არა, ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტო­რი მშობ­ლე­ბი მყავს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ მო­ვი­პო­ვე დი­დი გარ­ჯის შე­დე­გად. ხში­რად ვაწყ­დე­ბო­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას მშობ­ლე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ "რქე­ბით" გამ­ქონ­და ჩე­მი.

-  დღეს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? რო­გორ შე­ე­გუვ­ნენ შენს ასეთ ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას?

-  ად­ვი­ლად, რად­გან ეჭ­ვი ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ არ ყო­ფი­ლა. ძი­რი­თა­დად ფიქ­რობ­დ­ნენ იმა­ზე, თუ რას იტყო­და ხალ­ხი. მათ აზ­როვ­ნე­ბას ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბა "გა­ვუ­კე­თე"; ავუხ­სე­ნი, რომ არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რას იტყ­ვის ხალ­ხი, მთა­ვა­რია, შენ რას ფიქ­რობ; რომ რო­ცა დაგ­ჭირ­დე­ბა ის ხალ­ხი, ვინც შენ­ზე ლა­პა­რა­კობს, მხარ­ში არ ამო­გიდ­გე­ბა.

-  რა ასაკ­ში გათხოვ­დი?

-  18 წლის. ეს იყო გაქ­ცე­ვა მშობ­ლე­ბის­გან. თან მა­შინ მე­გო­ნა, რომ მიყ­ვარ­და. თით­ქ­მის ხუ­თი წე­ლი ვიცხოვ­რეთ ერ­თად. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად: ვიცხოვ­რეთ ცალ­კეც, მშობ­ლებ­თა­ნაც, დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თა­ნაც, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ისე გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რო­გორც ცა და მი­წა.

-  უმე­ტე­სად რა თე­მებ­ზე გქონ­დათ კონ­ფ­ლიქ­ტი?

-  აზი­ა­ტი იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მოს­წონს ჩემ­ნა­ი­რი გო­გო­ე­ბი, ოღონდ - სახ­ლ­ში და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვი­და.

-  დღეს სად არის?

-  ჩე­მი მე­ზო­ბე­ლია. ისიც მო­ვარ­ჯუ­ლე (ი­ცი­ნის). ცი­ვი­ლიზებული ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს, 18 წლის. ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისიც, მაგ­რამ ვერ გა­და­ვი­და შემ­დეგ ტურ­ში. მი­სი წყა­ლო­ბით მოვ­ხ­ვ­დი ამ კონ­კურ­ს­ზე. ჩე­მი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ორი­ვეს.

-  ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია გქონ­და ჰო­ლან­დი­ა­ში. მი­ამ­ბე, თუ შე­იძ­ლე­ბა.

-  ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. დი­დი ის­ტო­რიაა, წიგ­ნი და­ი­წე­რე­ბა, ოდეს­მე ალ­ბათ დავ­წერ კი­დეც. ორი წე­ლი ვიცხოვ­რეთ ერ­თად მე და სტე­ფან მა­უ­რერ­მა. ეს იყო ჩე­მი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა. ორი წლის შემ­დეგ გაქ­რა ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან. არა­ვინ იცო­და მი­სი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი. მე­რე გა­ვი­გე, რომ მი­მა­ლავ­დ­ნენ. გარ­კ­ვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ მი­სი მე­ზო­ბე­ლი ჩა­მო­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი და მის­გან გა­ვი­გე ყვე­ლა­ფე­რი. სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვამთ ექი­მებს და გა­მე­რი­და: იფიქ­რა, რომ ამით გუ­ლი ნაკ­ლე­ბად მეტ­კი­ნე­ბო­და. ახ­ლა ვფიქ­რობ, რომ ეს არ იყო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ვინც მიც­ნობს, კარ­გად იცის, რომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს გან­საც­დელ­ში არას­დ­როს ვტო­ვებ. ზო­დი­ა­ქო­თი ლო­მი ვარ და მიყ­ვარს ჩემს ხალ­ხ­ზე ზრუნ­ვა, პატ­რო­ნო­ბა. მაგ­რამ არ და­მა­ცა­დეს. რამ­დენ­ჯე­რაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ახ­ლე­ბა ვცა­დე, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, - არ მინ­და, ჩემ გა­მო იტან­ჯე­ბო­დე; დრო უჩე­მო­ბას გა­და­გა­ტა­ნი­ნებს, ჩემს ავად­მ­ყო­ფო­ბას კი დრო ვერ უშ­ვე­ლი­სო.

-  რა­ტომ დაბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

-  შვი­ლი მყავს აქ. 18 წლამ­დე აქ იზ­რ­დე­ბო­და. ჰო­ლან­დი­ა­ში წაყ­ვა­ნას ვა­პი­რებ­დი. მინ­დო­და, იქ ეს­წავ­ლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში (ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავს), მაგ­რამ ერთ დღეს და­მენ­გ­რა ყვე­ლა აშე­ნე­ბუ­ლი კოშ­კი. და­მენ­გ­რა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და იქ ვე­ღარ დავ­რ­ჩე­ბო­დი. ნუ­ლი­დან და­ვიწყე ყვე­ლა­ფე­რი.

-  დღეს რას საქ­მი­ა­ნობ?

-  კა­რა­ო­კე კლუბ­ში ვმუ­შა­ობ, წამ­ყ­ვა­ნი ვარ.

-  ექ­ს­ტრა­ვა­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს "კვა­ლო­ბა­ზე". ეს პრობ­ლე­მებს გიქ­მ­ნის?

-  ისეთ ად­გი­ლებ­ში არ დავ­დი­ვარ, სა­დაც ეს უკ­ვირთ. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ ეს ჩე­მი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლი იყო. მა­ღა­ზი­ა­ში ხალ­ხის გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, დღეს ცო­ტა და­ვა­დაბ­ლე (ი­ცი­ნის). მაგ­რამ არ მინ­და, სტან­დარ­ტუ­ლი გო­გო გავ­ხ­დე, გას­წო­რე­ბუ­ლი თმით. ხომ უნ­და ეტყო­ბო­დეს მომ­ღე­რალს, რომ მომ­ღე­რა­ლია.

-  კი­დევ რა უკ­ვირთ?

-  ჩე­მი პირ­სინ­გე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქვე­და ტუჩ­თან.

-  არი­ელ, თუ გა­ვი­და საკ­მა­რი­სი დრო იმის­თ­ვის, რომ სხვა მა­მა­კაც­ზე ფიქ­რი შეძ­ლო?

-  (ფიქ­რობს) კი, გა­ვი­და.

-  ერთ-ერ­თი უკ­ვე აღ­ფ­რ­თო­ვან­და შე­ნით. სტე­ფა­ნემ ვნე­ბა და­ი­ნა­ხა შენს თვა­ლებ­ში. შენ თუ მო­ი­ხიბ­ლე მი­სით?

-  (ი­ცი­ნის) შე­იძ­ლე­ბა, თვი­თონ არ ვახ­სო­ვარ, ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, მაგ­რამ დი­დი ხნის წინ ერ­თი და იმა­ვე ად­გი­ლებ­ში დავ­დი­ო­დით, ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს. სტე­ფა­ნე კარ­გი ბი­ჭია, ჩე­მი და­სა­წუ­ნი რა სჭირს?! მომ­წონს მი­სი აზ­როვ­ნე­ბაც.

-  ოთხი მო­ნა­წი­ლე უნ­და დარ­ჩეს ლა­ივ-კონ­ცერ­ტე­ბის­თ­ვის იმ ჯგუ­ფი­დან, რო­მელ­შიც შენ ხარ. რო­გორ გგო­ნია - მოხ­ვ­დე­ბი ოთხე­ულ­ში?

-  მარ­თა­ლი გითხ­რა, ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი მაქვს. ვნა­ხოთ, გუ­ლი მკარ­ნა­ხობს, რომ ყვე­ლა­ფა­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ნი­ნო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება