"ორ ვარსკვლავში" თემურ თათარაშვილი იმღერებს

"ორ ვარსკვლავში" თემურ თათარაშვილი იმღერებს

დღეს "ორ ვარსკვლავში" მეათე საკონკურსო ტურია. მონაწილეებს ასეთი დავალება აქვთ: უნდა შეასრულონ სასიყვარულო სიმღერები, რისთვისაც ცხადია, ემზადებიან. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ საინტერესო და რაც მთავარია, რომანტიკული კონცერტი იქნება.

საერთოდ კი, შოუს სიმძაფრე თანდათან ემატება, რადგანაც 5 საკონკურსო წყვილი დარჩა, რომლებიც წარმატებისთვის იბრძოლებენ.

რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, დღეს მას მომღერალი თემურ თათარაშვილი შეემატება. მოგეხსენებათ, ის ბოლო წლებია მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს, ამჟამად კი თბილისში იმყოფება.მას არ უყვარს მსგავს კონკურსებში მონაწილეობა და იშვიათად ერთვება. ამას კი იმით ხსნის, რომ მომღერალია და კოლეგების შეფასება უძნელდება. მაგრამ ამჯერად ორგანიზატორებს უარი აღარ უთხრა და პროექტში ერჯერადად ჩაერთო. თემურ თათარაშვილი ამ საღამოს იმღერებს კიდეც.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება