დონეცკი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

დონეცკი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" რუსეთს მიერთების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის რუსეთისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

"ხალხის ნების გამოხატულებიდან და ისტორიული სამართლიანობის აღდგენიდან გამომდინარე, ვთხოვთ რუსეთის ფედერაციას, განიხილოს საკითხი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით", - ნათქვამია "რესპუბლიკის" საბჭოს განცხადებაში.

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში 11 მაისს ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა, რომლის დროსაც დასმული იყო ერთადერთი კითხვა: "მხარს უჭერთ თუ არა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს?". გავრცელებული მონაცემებით, ამ კითხვას დადებითად 89,7 %-მა უპასუხა, უარყოფითად 10,19 %-მა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა