გიორგი ნაზღაიძე: "20-ლარიან ქალში ფულის გადახდა ''ტეხავს''

გიორგი ნაზღაიძე: "20-ლარიან ქალში ფულის გადახდა ''ტეხავს''

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონში გიორგი ნაზღაიძე ვიხილეთ, რომელმაც შოუ ძალიან მალე დატოვა. თუმცა რამდენიმე დღეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტის პროდიუსერებმა ვეტოს უფლება გამოიყენეს და გიორგი შოუში დაბრუნდა. რასაკვირველია, ეს რეაქციის გარეშე არ დარჩენილა და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რეალურად კი საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა - ეს ყველაფერი გიორგის მორიგი ხუმრობა გახლდათ. როდესაც ვკითხეთ, რატომ მოიქცა ასე, გვიპასუხა, რომ ''ფეისბუქის'' თავის გვერდზე რასაც უნდა, იმას დაწერს... ჩვენს რესპონდენტს სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

- ცხოვრებაში გადაჭარბებული არაფერი მიყვარს და ტრადიციებშიც ზომიერი ვარ, ბევრ მათგანს პატივს ვცემ და ვინარჩუნებ. მაგრამ თამადობას, სადღეგრძელოების მოსმენას და მსგავს ტრადიციებს ყურადღებას არ ვაქცევ. როცა ვიცი, რომ სუფრაზე ასეთი გარემო დამხვდება, ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდი, ამ ტრადიციებსაც ვცემ პატივს და არ ვეწინააღმდეგები.

- უცნაური განსხვავებულით მიგირთმევია სასმელი?

- ადრე ყოფილა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ახლა იციან ჩემი პოზიცია ასეთ სასმისებზე და არ მაწვდიან. თუმცა, ერთხელ სუფრაზე, სადაც მრავალფეროვანი განსხვავებულებით სვამდნენ, გარდერობის თავიდან ჩამოიღეს ბროლის მტვრიანი ლარნაკი, ჩამისხეს ღვინო და იმით დამალევინეს, ის დღე არასდროს დამავიწყდება... მარაზმია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სასმლის დალევაში ეჯიბრებიან და ამით ''ამტკიცებენ'', ვინ უფრო მაგარი კაცია. რეალურად კაცობა ამით ნამდვილად არ გამოიხატება, ''კაი ბიჭობაც'' არაა კაცობა, კაცობა ცხოვრებაში გამოიხატება, კაცი ან ხარ, ან - არა და მორჩა.

- როგორია შენთვის ''ნამდვილი ქართველი ქალი''?

- ქართველი იქნება თუ უცხოელი - ქალი ქალია. მეძავი და ბოზი აქაც გვყავს და მსოფლიოშიც არსებობს. სხვა ეროვნების ქალებს სხვა ღირებულებები აქვთ, მაგრამ რომ ვთქვათ, ქართველი ქალები განსაკუთრებულები არიან და ისინი – არა, ეს, ჩემი აზრით, შეურაცხყოფა იქნება. კარგი და ცუდი ყველგანაა. ჩემთვის ქალი, ქართველი იქნება თუ არა, უნდა იყოს ქალური, დამოუკიდებელი და არა ქმრის მხრებზე ჩამოკიდებული. არ მჭირდება ისეთი ქალი, რომელიც მხოლოდ საჭმელს აკეთებს და წინდას გამხდის, გარდა ამისა, უნდა იყოს პატიოსანი, ოღონდ პატიოსნებაში არ იგულისხმება, რომ 40 წლის ქალი მაინცდამაინც ქალიშვილი იყოს. ეს ჩემთვის მარაზმია, სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ეს დარღვევაა.

- რა იგულისხმება შენ მიერ ნახსენებ პატიოსნებაში?

- პატიოსნებას ამით ვერ განსაზღვრავ, რადგან ქალიშვილობადაკარგული და მერე ამოკერილი ქალიც მრავლადაა. გარდა ამისა, ეს ალბათ ადრეც იყო და ახლაც ხშირად ხდება, უკვე მოდაშია, როცა გოგონა ამბობს, ქალიშვილი ვარ, ვერ მოგცემ, მაგრამ უკნიდან ''მიხმარეო''. ასეთი ''პატიოსანი'' ქალებიც არსებობენ, ამიტომ ჯობია, შენს თავზე გამოსცადო ქალი და მერე მიხვდები, როგორია. შეიძლება, ძალიან პატიოსნად მოგაჩვენოს თავი, დაგაჯეროს, არადა, რეალურად უკანასკნელი დონის არაქალი იყოს.

- ჩნდება კითხვა, რა მნიშვნელობას ანიჭებ ქალის განვლილ პირად ცხოვრებას ურთიერთობის აწყობისას?

- ყველა ადამიანი ანიჭებს ამას მნიშვნელობას, მეც, მაგრამ მთავარია, ბოზი არ იყოს. ვთქვათ, შემიყვარდა 27 წლის გოგო, ვერ დავიჯერებ, რომ მას ჩემამდე სხვა სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია. სექსს არ ვგულისხმობ, მაგრამ 27 წლის გოგოს თუ ბიჭისთვის არ უკოცნია, ეს უკვე დიდი პრობლემაა.

რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, თუ ადამიანს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, სექსი და ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდა, არ ნიშნავს, რომ მას ხელი უნდა ვკრათ. საერთოდ, ასე საუბარი ძნელია, სანამ არ შეგიყვარდება, ვერ მიხვდები, ქალს რას აპატიებ და რას - არა.

- მართალია, თქვი, რომ 40 წლის ქალიშვილი შენთვის მარაზმია, მაგრამ ახლა, ამ ასაკში, მიეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც უნდა, რომ ქალიშვილი ცოლი მოიყვანოს?

- არა, გამიზნულად ქალიშვილ გოგოს არ ვეძებ, მაგრამ რა მაინტერესებს, იცი? მამაკაცები ურთიერთობის დასაწყისში როგორ არკვევენ, ქალიშვილია თუ არა ის გოგონა? კითხვას უსვამენ? გამარჯობა, ქალიშვილი ხარ? კი, მაშინ დავიწყოთ ურთიერთობა. ასე ხდება? თუ ამას 4-5-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის დაოჯახებით დაგვირგვინების შემდეგ იგებენ? XXI საუკუნეში ქალს ძალიან მარტივად შეუძლია ამ თვალსაზრისით კაცის მოტყუება. ჯერ ერთი - ოპერაციის მეშვეობით, მეორე - ქალს ძალიან კარგად შეუძლია ლოგინში თამაში. მსოფლიო სტატისტიკით, ძალიან ბევრ მამაკაცს ქალი ორგაზმამდე ვერ მიჰყავს და ქალი თამაშობს. ამ ყველაფერს სჯობს, შენით გაარკვიო შენი ინტერესის ობიექტის წარსული ცხოვრება. ძალიან პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც არაფერი იმალება, თუმცა ძალიან ბევრი ჭორიც დადის, რამაც შეიძლება შეცდომაშიც შეგიყვანოს. ამიტომაც გამოსავალი რა არის, ვერ ვხვდები.

როცა ვიღაც მომწონს, მასთან ვიწყებ ურთიერთობას, შემდეგ კი ვხვდები, მინდა თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება. ზოგადად, მგონია, რომ პირადი ურთიერთობა საჯარო არ უნდა იყოს, ისევე, როგორც შენი ყოფილი თუ მოქმედი შეყვარებულის ქალიშვილობის საკითხი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება