რა ხდება თამთასა და გიორგის შორის? - მორიგი სკანდალი "X ფაქტორის" კულისებიდან (+ ფოტო)

რა ხდება თამთასა და გიორგის შორის? - მორიგი სკანდალი "X ფაქტორის" კულისებიდან (+ ფოტო)

თამთა გოდუაძის და გიორგი გაბუნიას ფლირტი, როგორც ჩანს, თვალშისაცემი "X ფაქტორის" მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ გასაიდუმლოებულ ურთიერთობაზე ბევრს წერენ და მსჯელობენ.

სხვათაშორის, გიორგი გაბუნიას მეგობრები ხუმრობენ გიორგის აშკარა სიმპათიებზე თამთას მიმართ. რამდენიმე დღის წინ ნოდარ მელაძემ გაბუნიას ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტო გამოუქვეყნა, სადაც გიორგი თამთას ფოტოსესიას ათვალიერებს ჟურნალ "ბომონდში". ფოტოს კი წარწერა - "შეყვარებული გაბუნია" დაურთო.

თამთა გოდუაძე კი ინსტაგრამის ოფიციალურ არხზე გიორგისთან ერთად გადაღებულ სელფშოტს აქვეყნებს, ფოტოზე დართულ კომენტარებში გაბუნია თამთას არაქართველი მეგობრებისგან აშკარა მოწონებას იმსახურებს.

კიდევ ერთიც, გიორგი გაბუნიას ათეულის წევრი, საბოლოოდ კი კონკურსს მიღმა დარჩენილი ნიკა შერმაზანაშვილი, რომელიც კასტინგზე თამთა გოდუაძეს სცენიდანვე გაეფლირტავა, ფეისბუქზე გიორგის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მეგობრები კი უწერენ, რომ ეს გიორგის მხრიდან ანგარიშსწორება იყო - შესაძლოა, თამთას გამო.

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თამთა და გიორგი კი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება