თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, ქვეყანის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

მანისას პროვინციის ქალაქ სომაში, მაღაროში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 245 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზის განცხადებით, სავარაუდოდ, ნანგრევებში 200-მდე ადამიანია მოყოლილი.

წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა