თამარ რუხაძე - ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროზე" არაფერი გაუკეთებია

თამარ რუხაძე - ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროზე" არაფერი გაუკეთებია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი თამარ რუხაძე გუშინ "მაესტროს" ეთერში ეროსი კიწმარიშვილის სტუმრობის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

რუხაძე არასწორედ მიიჩნევს გადაცემა "ცხრიანის" წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის მიერ კიწმარიშვილის მისამართით დასმულ შეკითხვას.

"მეც ვიყავი "მაესტროს" იმ 100 თუ 150 თანამშრომელს შორის, ვინც მაშინ მიიჩნია, რომ მისი ადგილი არა ვინმეს მხარეს, არამედ იმ ნიუსრუმთან იყო, რომელთან ერთადაც 2 წლის განმავლობაში მართლა თავდაუზოგავად მუშაობდა. ახლაც ძალიან მძიმედ მახსენდება ის რამდენიმე დღე. ვფიქრობ და მიხარია, რომ მეც რაღაც მცირე წვლილი შევიტანე იმ არხის საინფორმაციო არხად გარდაქმნაში, რომელიც განსაკუთრებით იმ დროს ინფორმაციის ალტერნატიული და აუცილებელი წყარო იყო საზოგადოებისთვის. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იქმნებოდა "მაესტრო" ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ პატარა სახლში, ერთ პატარა სტუდიაში, საიდანაც მგონი 5 გადაცემა გაჭირვებით, მაგრამ მაინც გადიოდა ეთერში და ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს ეს არხი არ გაუკეთებია ან ამ არხზე არაფერი გაუკეთებია მაშინდელ გენერალურ დირექტორთან და იმ დროისთვის უკვე ძალიან სტაჟიან და ასევე ახალ მაესტროელებთან ერთად", - წერს რუხაძე.

რუხაძის პოსტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე გამოეხმაურა:

"ეროსის მიჯირყვნა ასეთი პირდაპირი კითხვებით უხერხული იყო, რადგან რევანშის მეტს არაფერს ჰგავდა. ათწუთიან ფორმატში მისი მოწვევა იყო შეცდომა, რადგან ნულოვანი ჯამის თამაშის მეტი არაფერი გამოვიდოდა. რიმელიმე მხარეს უნდა წაეგო - ათწუთიან ფორმატში", - წერს ანთაძე.

იხილეთ ასევე: "საქციელ დაკარგული ჟურნალისტი" - ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკა და ქილიკი ჟიჟილაშვილის ვიზუალზე

იხილეთ ვიდეო: "არ გრცხვენიათ?" - ნინო ჟიჟილაშვილის და ეროსი კიწმარიშვილის დებატები "მაესტროზე"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს