რატომ დასრულდა მიშა ბაღათურიას რომანი რუს გოგონასთან

რატომ დასრულდა მიშა ბაღათურიას რომანი რუს გოგონასთან

წყალბურთელი მიშა ბაღათურია პროფესიით იურისტია, მაგრამ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და სპორტში მამის გზას გაჰყვა. 27 წლის ასაკში უკვე დიდი გამოცდილებაც დააგროვა და ეროვნული ნაკრების წევრი, თანაგუნდელებთან ერთად, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზეც გავიდა.

მუსიკალურ პროექტში შემთხვევით მოხვდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა შესთავაზეს. მაშინ უარი თქვა, მაგრამ სიმღერა გაბედა და ახლა, სოფო გელოვანთან ერთად, ''ორი ვარსკვლავის'' ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტია.

- თბილისში დავიბადე, პლეხანოვზე გავიზარდე. მშობლები მეზობლები იყვნენ, სანამ დაქორწინდებოდნენ. მყავს ჩემზე სამი წლით უფროსი ძმა და უმცროსი და.

სპორტზე შეყვარებული ბავშვი ვიყავი, სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც მიყვარდა. ჰუმანიტარი გახლდით. მიყვარდა მუსიკის მოსმენა, მაინტერესებდა მოგზაურობა. მამა წყალბურთელი იყო, ''დინამო თბილისის'' ნაკრებში თამაშობდა და ბავშვობიდან აუზზე მიწევდა ყოფნა, მაგრამ ჩემი წყალბურთელობა არ უნდოდა. ისე შემიყვარდა ეს სპორტი, ოჯახს პირობა წავუყენე, რომ აუცილებლად წყალბურთელი ვიქნებოდი. 5 წლიდან ცურვაზე მიმიყვანეს, დავდიოდი, ვჭყუმპალაობდი. წყალბურთელებს ცურვა ყველაზე მეტად გვეზარება, რადგან თამაში და ბურთი გვიყვარს. მალე მომბეზრდა და თამაში მინდოდა.

- რით გამოირჩევით წყალბურთელები მორაგბეებისა და ფეხბურთელებისგან?

- წყალბურთი ინტელექტუალური სპორტია. ვეტერანებიდან ბევრი პროფესორია, რამდენიმე მათგანი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ვცხოვრობთ, როგორც ყველა სპორტსმენი, აკრძალულია სიგარეტი, ალკოჰოლი, იშვიათად - რამეს თუU აღვნიშნავთ, ცოტა მოვწრუპოთ. რთულია ასე ცხოვრება, ბევრი ვერ უძლებს. მე მგონი, გავუძელი. მთავარია, 14-20 წლამდე პერიოდი გადალახო.

- მიშა, რა პროფესიის ხარ?

- 16 წლის ასაკში ''დინამო მოსკოვში'' მიმიწვიეს. ოჯახმა მარტო არ გამიშვა და ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ. აბიტურიენტობის პერიოდი მქონდა. ერთი წელი ვემზადებოდი და იურიდიულ აკადემიაში მოვეწყვე, სამოქალაქო სამართლის კუთხით. როგორც იცით, რუსეთში კორუფცია მძვინვარებს, მაგრამ მეგობრის დახმარებით ისეთ აკადემიაში მოვეწყვე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ორი წელიწადი საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, დილას ვერ ვასწრებდი, ორი ვარჯიში მქონდა. ხუთოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვსწავლობდი. ბოლო სამი წელი საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე, რადგან გრაფიკის გამო სიარულს ვეღარ ვახერხებდი.

- შეიძლება, ოდესმე გამოიყენო ეს პროფესია?

- რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომისთვის არ მისწავლია. გუნდი ხელს არ მიწყობდა, რომ ბოლომდე დასწრებულზე მესწავლა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება