უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს

უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს

25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი დეშიცამ მიაწოდა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, სწავლებები "ავიადარტსი-2014" უკრაინის მოსაზღვრე, ვორონჟის ოლქში 21-26 მაისს გაიმართება.

სწავლებებში მონაწილეობას 71 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი მიიღებს. ეკიპაჟები მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვაში, მოწინააღმდეგის წერტილოვანი სამიზნეების განადგურებასა და მასიურ საჰაერო დაბომბვებში ივარჯიშებენ.

"ავიადარტს-2014"-ის პირველი და მეორე ეტაპები წლის დასაწყისში გაიმართა. ზაფხულის ბოლოს კი დასკვნითი ეტაპი შედგება. რუსების გარდა, სამხედრო ავიაციის სწავლებეში ბელორუსისა და ყაზახეთის მფრინავებიც იღებენ მონაწილეობას.

სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში, კერძოდ კი რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მასშტაბური საჰაერო სწავლებების გამართვა, უბრალო დამთხვევა იყოს. თუმცა მსგავსი დამთხვევა ბევრ კითხვას ბადებს. ცალსახაა, რომ მსგავსი ქმედებით რუსეთი უპირველეს ყოვლისა, ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსეთი იმ კატეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთან მიმართებაშიც მოვლენათა შემდგომი განვითარების არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. სავსებით შესაძლებელია, რომ 25 მაისამდე ლუგანსკსა და დონეცკში ვითარება იმდენად დაიძაბოს, რომ "ავიადარტს-2014"-მა, (ოღონდ უკვე არა საავიაციო სწავლებების სახით) უკრაინის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა